Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია

FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია

იანვარს 26, 2026 · ვერდიქტი: ტყუილი

მოკლედ საკითხავი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ 2022 წელს დაწესებული შეზღუდვები რუსეთს ოფიციალურად მოუხსნა;
FIFA-ს პრეზიდეტმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნის მომხრეა;
მისი განცხადების მიუხედავად, ამ ეტაპზე, რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნის შესახებ FIFA-ს ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.



სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ რუსეთს შეზღუდვები ოფიციალურად მოუხსნა. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ის ფიფას მიერ რუსეთისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის მოხსნის მხარდამჭერია. აკრძალვების მოხსნის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, ასევე ბოიკოტების წინააღმდეგი“, - დასძინა მან და თქვა, რომ მსგავსი შეზღუდვები უბრალოდ „მეტ სიძულვილს აჩენს" (დაარქივებული ბმული).

მისი თქმით, რუსი გოგონებისა და ბიჭებისთვის ევროპის მასშტაბით საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობა დადებით გზავნილი იქნება. თავის მხრივ, აღნიშნულ განცხადებას უკრაინის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. „679 უკრაინელი გოგო და ბიჭი ვერასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს - რუსეთმა ისინი დახოცა. რუსეთი კვლავ აგრძელებს მკვლელობებს, მაშინ როცა მორალურად გადაგვარებული ადამიანები აკრძალვების მოხსნას გვთავაზობენ"- დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ.

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეროვნული ნაკრებს და კლუბებს როგორც ფიფას, ასევე უეფას ყველა დონის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ. სანქციის გამო, რუსეთი გარიცხეს 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც.

საგულისხმოა, რომ ფიფაში გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი არ იღებს. ფიფას მმართველობის რეგულაციების (FGR) თანახმად, ძალაუფლება სამ ძირითად ორგანოს შორის ნაწილდება. კერძოდ, ფიფას კონგრესი, ასოციაციის უმაღლესი ასამბლეა, ადგენს ზოგად პოლიტიკას, იღებს წესდებებს, ირჩევს პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს და ამტკიცებს მრავალწლიან ბიუჯეტს. კონგრესის სხდომებს შორის, ფიფას საბჭო ახორციელებს კონგრესის მიერ დადგენილ სტრატეგიულ მიმართულებას, ზედამხედველობს სხვადასხვა მუდმივი კომიტეტის მუშაობის განრიგს და იღებს ისეთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ტურნირის ფორმატები, კომერციული შეთანხმებები და განვითარების პროგრამები და სხვ. თავის მხრივ, პრეზიდენტი მოქმედებს როგორც ფიფას მთავარი წარმომადგენელი და პრესსპიკერი, სთავაზობს ინიციატივებს და ხელს აწერს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკვე მოწონებულია საბჭოს ან კონგრესის მიერ; თუმცა, პრეზიდენტი ცალმხრივად პოლიტიკას არ განსაზღვრავს.

ამ ეტაპზე, FIFA-ს მხრიდან რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ გავრცელებულა. შესაბამისად, მტკიცება, რომ FIFA-მ მოსკოვს შეზღუდვები ოფიციალურად მოუხსნა, არ დასტურდება.



ყველა პოსტის ნახვა

რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?
რუსული სუპერ-თვითმფრინავის დაშვება თეირანში თუ გაყალბებული ვიდეო?
მარ 04, 2026
სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყალბი და კონსპირაციული მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყალბი და კონსპირაციული მტკიცებები ვრცელდება
აგვ 25, 2025
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
იან 24, 2025
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
იან 20, 2026
სოციალურ ქსელში ფრანკლინ დელანო რუზველტის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფრანკლინ დელანო რუზველტის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.