Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება

ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება

იანვარს 25, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურების ბრძანება გასცა (არქივირებული ბმული). პოსტს თან ახლავს რუსული სამთავრობო მედიის lenta.ru-ს სტატიის ფოტოანაბეჭდი. როგორც რუსულნოვანი სტატია, ასევე ქართულენოვანი პოსტი ეყრდნობა რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის სერგეი სტეპაშინის კომენტარს. როგორც lenta.ru წერს, სტეპაშინმა განცხადება რუსულ მედია RIA Novosti-სთან გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ რუსული სტატია 2025 წლის 17 ივლისსაა გამოქვეყნებული. სტეპაშინი ამბობს, რომ ზელენსკიმ ეს ფარული გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, რაც ბიბლიოთეკებიდან რუსულ ენაზე არსებულ ყველა წიგნის გატანასა და განადგურებას გულისხმობდა. სტეპაშინის აზრით, მსგავს ქმედებებს ადოლფ ჰიტლერიც კი არ მიმართავდა.

საგულისხმოა, რომ ინტერნეტსივრცეში არც დასავლური და არც უკრაინული მედიების ვებგვერდებზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. რუსულენოვანი წყაროები სტეპაშინის კომენტარის გარდა არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენენ, რაც დაადასტურებდა, რომ ზელენსკიმ ნამდვილად გასცა მსგავსი ბრძანება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურების ბრძანება გასცა, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სექ 13, 2024
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 15, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ოქტ 24, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
მაი 27, 2026
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
მარ 10, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.