Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 22, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ის ამბობს: „ცხვირაპრეხილები უმრავლეს შემთხვევაში მოკლედ ისინი გაგიკვირდებათ და მღერიან, და მე ეხლა ერთ სიმღერას გაჩვენებთ, სიმღერას თუ ვიდეოს გაჩვენებთ. რო ჩაირთვება უყურეთ“. აქ ტაბლიაშვილი ტელეფონის ეკრანს კამერისკენ აბრუნებს, ამ ვიდეოში კი მომღერალი სოფო ნიჟარაძე მღერის. ვიდეოს დასრულების შემდეგ აგრძელებს: „მიდის და მიდის ქართველი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცების, უმრავლეს შემთხვევაში, რასაკვირველია, ალბათ, ყველას მაინც ვერ იგულისხმებ მაგრამ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცების ზე აღმართული ცერები, რა მაგრა მღერის, ეს, ეს არც ვიცი რა ჰქვია, რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია, ეს მათეული გაგებით, ნაშა“. აქ ვიდეოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ორიგინალ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის გამოსახულება არ ჩანს.

აღნიშნული ვიდეოს ორიგინალი ვერსია YouTube არხზე, სახელად Tablo Media 2025 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა, სადაც ტაბლიაშვილი ამბობს: „ეს ბოლო ხანები ერთ ტრენდს მიაქცევდით თქვენც ყურადღებას და მივაქციე მეც ყურადღება, ერთ ტრენდს და ახლა მე ერთ-ერთ მათგანს აი TikTok-ზეა. TikTok ხო ძალიან პოპულარულია ჩვენთან, Facebook-ია ყველაზე პოპულარული, მაგრამ TikTok-იც ნელ-ნელა, ნელ-ნელა ვითარდება კი არა, ნელა-ნელა უფრო პოპულარული [ხდება], ეწევაო, ესეც ამბობენ Facebook-სო. აი Twitter  ვერ დაეწევა ჩვენთან, სამწუხაროდ. ხოლო Facebook-ს TikTok შეიძლება დაეწიოს კიდეც. იქ მოკლე-მოკლე ვიდეოებია და სადა გვაქვს აბა საიმისო დრო, რომ ორ საათიანი ვიდეო ვნახოთ? ან ტაბლიაშვილს, აგე მე-12 წუთია რომ ლაპარაკობს, იმას ვუსმინოთ. ცხადია, არა გაქვთ ეს დრო. ამიტომ TikTok-ზე რაც კი გავრცელდება ხოლმე „შორთები“, მოკლე ვიდეოები, ის ვინ იცის და იქნება უფრო პოპულარულია და სწორედ TikTok-ზე ბოლო ხანებია აბსოლუტურად მიზანმიმართულად, სწორედ TikTok-ზე, თუმცა შესაძლოა სხვა სოციალურ ქსელებშიც რუსები მრავალწერტილი დავსვათ აქ და რუსი გოგოები, ბოდიშს ვიხდი, ასე ვიტყვი, რუსი ნაშები აი, შესახედავად წუნს რომ ვერ დავუდებ, თითქოს, დაუდებ განა არა, მაგრამ აი ყველა ნაკვთი რომ სწორ ადგილას აქვთ, ხო კარგად აქვთ ხო ცხვირაპრეხილები უმრავლეს შემთხვევაში, მოკლედ ისინი, გაგიკვირდებათ და მღერიან, და მე ეხლა ერთ სიმღერას გაჩვენებთ, სიმღერას თუ ვიდეოს გაჩვენებთ. რო ჩაირთვება უყურეთ“. აქ რთავს ვიდეოს, სადაც რუსი ახალგაზრდა ქალი ქართულად მღერის, შემდეგ აგრძელებს: „მიდის და მიდის ქართველი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცების, უმრავლეს შემთხვევაში, რასაკვირველია, ალბათ, ყველას მაინც ვერ იგულისხმებ მაგრამ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცების ზე აღმართული ცერები, რა მაგრა მღერის, ეს, ეს არც ვიცი რა ჰქვია, რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია, ეს მათეული გაგებით, ნაშა“.

ამდენად, ორიგინალ ვიდეოში სოფო ნიჟარაძის და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებები არ დასტურდება. ირაკლი ტაბლიაშვილი, სინამდვილეში, სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელებულ ტრენდს ეხმაურება, რომელშიც რუსი ქალები ქართულად მღერიან და რასაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ქართველი მამაკაცები აქტიურად ეხმაურებიან. ამგვარად, ვიდეო რედაქტირებულია.

 

ყველა პოსტის ნახვა

ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს
ტელეკომპანია „იმედმა“ და მედია-ჰოლდინგმა „რეპორტიორი“ რიკარდ იოზვიაკის განცხადება არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელეს
ნოე 04, 2024
„პოსტვ“  საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტოს ავრცელებს
„პოსტვ“ საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ბანერის ფოტოს ავრცელებს
თებ 04, 2025
დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა
დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა
აპრ 17, 2025
სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
აგვ 13, 2025
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
ივნ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.