Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა

თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა

ივნისს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სიმართლე
გაზიარება

თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს იმერეთის რეგიონში 550 600 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 433 300 ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ იმერეთის მოსახლეობის რიცხოვნობა, 2012-2025 წლებში, 117 300 ადამიანით შემცირდა. აქედან გამომდინარე, „ჯეოფაქტსი“ თემურ ცამციშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა: „2012 წლიდან 2025 წლამდე, იმერეთის მოსახლეობა 117 ათასით შემცირდა.“

ჯეოფაქტსი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

სანამ იმერეთის რეგიონის დემოგრაფიულ მდგომარეობას გაგაცნობთ, გეტყვით, რომ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ბიულეტენი, რომელშიც ასახულია 2024 წლის დემოგრაფიული მონაცემები. აღნიშნული ბიულეტენის მიხედვით, 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 1.8 პროცენტით. გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი  2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს კი, მიგრაციის მაჩვენებლებთან ერთად, მოსახლეობის რიცხოვნობის კლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აღნიშნული გარემოება ვრცელდება იმერეთის რეგიონზეც, რომელიც, სხვა რეგიონთა შორის (უსწრებს თბილისი, აჭარა, გურია), მეოთხე ადგილზეა როგორც ცოცხლად დაბადებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით. საანგარიშო პერიოდში, იმერეთში მოსახლეობის რიცხოვნობა მუდმივად იკლებს.

ცხრილი 1. მოსახლეობის რიცხოვნობა იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2012-2025 წლები, ათასი ადამიანი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ მომდევნო წელს კლება – 1 000-ს ადამიანს, ზოგჯერ კი 2 000-ს აღემატება. მაგალითად, ქუთაისში  2023 წლიდან 2024 წლამდე, მოსახლეობის რაოდენობა 4 800-ით შემცირდა. იმავე პერიოდში კი სამტრედიაში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობამ 2 200-ით მოიკლო.

იმერეთის მოსახლეობის ჯამური რიცხოვნობის კლება დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

დიაგრამა 1. იმერეთის მოსახლეობის რიცხოვნობა 2012-2025 წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 1-ზე დაკვირვებით მარტივად დავადგენთ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა 2012 წლიდან 2013 წლამდე შემცირდა 7 800-ით; 2013-214 წლებში – 4 500-ით; 2014-2015 წლებში –  7 300-ით; 2015-2016 წლებში – 7 300-ით; 2016-2017 წლებში – 9 300-ით; 2017-2018 წლებში – 7 400-ით, 2018-2019 წლებში – 9 600-ით; 2019 -2020 წლებში – 10 400-ით; 2020-2021 წლებში – 5 500-ით; 2021-2022 წლებში – 14 900-ით; 2022-2023 წლებში – 3 500-ით; 2023-2024 წლებში – 20 800-ით და 2024-2025 წლებში – 9 000-ით.

დიაგრამა 2. მოსახლეობის რიცხოვნობის კლება იმერეთში, ყოველ წინა წელთან შედარებით, 2012-2025 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 2 აჩვენებს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ასეთი მაღალი  მაჩვენებელი იმერეთში პანდემიურ წლებშიც კი არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, 2025 წელს იმერეთში  117 300 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს, ვიდრე 2012 წელს ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიმართლე.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: Pfizer-ის  ვაქცინებმა მსოფლიოში  „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინებმა მსოფლიოში „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
თებ 13, 2025
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
ოქტ 25, 2024
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
ოქტ 02, 2025
მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს
მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს
ნოე 25, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.