Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად მოჭრილი ვიდეოების ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენების ტრენდი იკვეთება

სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად მოჭრილი ვიდეოების ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენების ტრენდი იკვეთება

октябрь 6, 2026 · Пребанкинг · Вердикт: Газетная статья · Политика
Поделиться

მოკლედ საკითხავი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სოციალური ქსელების ქართულენოვან სივრცეებში გახშირდა მანიპულაციურად დანაწევრებული მოკლედ ვიდეოების გამოყენება ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად.

გავრცელებული ვიდეოები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსების ან აქტივისტების კომენტარების არასრულად მოჭრის ან სხვადასხვა კომენტარების შეერთების გზით ცდილობს სასურველი ეფექტის მიღწევას.

ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია ვიდეოები, რომელთა პირველწყაროს მიგნება საკმაოდ დიდ დროს, ძალისხმევას და ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს, რაც რიგითი მაყურებლისთვის ვიდეოს ნამდვილობის გადამოწმებას ართულებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ ფეისბუქ და ტიკტოკ სივრცეებში მკვეთრად გახშირებულია მოკლე ვიდეოების გამოყენება, რომლებშიც პოლიტიკოსებისა და აქტივისტების, როგორც წესი, ბევრად უფრო ვრცელი ინტერვიუებიდან ამოჭრილი კონკრეტული მონაკვეთები უკონტექსტოდაა წარმოდგენილი ან რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებული ფრაზა ისეა ერთმანეთზე მიერთებული, თითქოს ისინი ერთ წინადადებას ან ერთ პოზიციას წარმოადგენს.

შედეგი, როგორც წესი, არის მაყურებელში ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, აქტივისტმა ან საჯარო პირმა ისეთი რამ თქვა, რაც სრული კონტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ არ უთქვამს. ზოგ შემთხვევაში მოჭრილი მონაკვეთის უშუალოდ შემდგომი სიტყვები ან ფრაზები ცხადს ხდის, რომ მოსაუბრე პირი სულ სხვა რამეს გულისხმობდა.

Geofacts-ის მიერ ბოლო ორ თვეში ვებსაიტზე გამოქვეყნებული მასალების დაახლოებით მეოთხედი სწორედ მსგავსი ტიპის მასალებზე რეაგირებას ეთმობა, რაც მათ სიხშირეს უსვამს ხაზს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც წესი, მსგავსი ვიდეოები კოორდინირებულად რამდენიმე ანგარიშის მიერ პარალელურად ვრცელდება.

გამოყენებული მოკლე მონაკვეთები, როგორც წესი, ამოღებულია სხვადასხვა, ძირითადად ტელევიზიების საინფორმაციო ან თოქ-შოუ გადაცემებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ამოღებული მონაკვეთები ხშირად სულ რამდენიმე წამის ხანგრძლივობისაა, მარტივი არ არის იმის დადგენა თუ რომელი არხის, რომელი დღის და რომელი საათის საინფორმაციო გამოშვებიდან ან პოლიტიკური გადაცემიდანაა ისინი ამოჭრილი.

ზოგიერთ შემთხვევაში ნაწყვეტები ამოღებულია რამდენიმე დღის, რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის წინ გასული გადაცემიდანაც კი. ასეთ დროს, ორიგინალი ვრცელი ვიდეოს მოძიება ხშირად დროს, წვრილმან დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, საძიებო სისტემებში სპეციფიური ტერმინებით ან ინსტრუმენტებით ძიებას მოითხოვს, ზოგჯერ კი ტექნიკურ ცოდნასაც ვიდეოების ფოტოანაბეჭდების სპეციალიზებულ სისტემაში მოსაძებნად.

მსგავსი ვიდეოების რიგით მაყურებელს იშვიათად აქვს შესაბამისი დრო, მოტივაცია და ტექნიკური ცოდნა, რომ მსგავსი მოკვლევა ჩაატაროს და გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო იპოვოს, მისი ნამდვილობის შესამოწმებლად.

ქვემოთ მოგიყვანთ ზემოთ აღწერილი ტიპის გავრცელებული მასალების რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს, რომლებიც Geofacts-მა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გადაამოწმა.

2026 წლის მაისი

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გვერდი „თბილისი ოცდაოთხი“ ავრცელებდა ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს. ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობდა: „მე არასდროს ვყოფილვარ მაგ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ამას თქვენთვის ვაკეთებ. არ ვაკეთებ. არასდროს არ მითქვამს ეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას. ყოველთვის ჩემი ამოსავალი იყო, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის“.

ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძის კომენტარის მოცემულ მონაკვეთში გაწყვეტა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობაში არის არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, არამედ - პირადი გამორჩენისთვის. 

სინამდვილეში, ვიდეოს სრულ ვერსიაში ზურაბ ჯაფარიძის ფრაზას სხვა კონტექსტი აქვს. ინტერვიუდან მოცემული მონაკვეთის სრულად მოსმენა ცხადს ხდის, რომ პოლიტიკოსი საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ის ამ საზოგადოებრივ სიკეთეს თავის პირად სიკეთედ აღიქვამს. მისი კომენტარის იმგვარად მოჭრა, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია, სრულად უცვლის კონტექსტს განცხადების შინაარსს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2026 წლის მაისი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუა მოცემული. გავრცელებულ მონაკვეთში ივანიშვილი ამბობს: "სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ. და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს". მონაკვეთი იმგვარადაა ამოჭრილი, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ივანიშვილი აღიარებს, რომ გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებით იღებს.

სინამდვილეში, ინტერვიუს სრული ვერსიის გაცნობის შემდეგ აშკარაა, რომ ივანიშვილი ინტერვიუში იმის საპირისპირო აზრის განვითარებას ცდილობს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან გამომდინარეობს. სრულ ინტერვიუში ივანიშვილი ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარს ხსნის და ამბობს, რომ აღნიშნულს თავს იმიტომ არიდებდა, რომ მისი მისი შეხვედრა ან შეხვედრის შემდგომი პოზიციები არ ყოფილიყო აღქმული, თითქოს მან რაიმე ნაბიჯი საკუთარი [ფულის დაბრუნების] ინტრესებიდან გამომდინარე მიიღო.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2026 წლის ივლისი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მსახიობ გოგა გველესიანის სატელევიზიო ინტერვიუს ორი მონაკვეთი, რომლებშიც, გამავრცელებლის ინტერპრეტაციით, გველესიანი ამბობს, რომ ის ან მისი თანამოაზრეები საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას. მსახიობი წამყვანს ეუბნება "აქ ერთი ფსიქიატრიც რომ მოგეყვანა სტუმრად ძალიან კარგი იქნებოდა" რის შემდეგაც ხდება ჭრა ინტერვიუს მოგვიანებით ნაწილზე, სადაც გველესიანი ამბობს, რომ, მისი აზრით, გამორიცხული არაა სამომავლოდ ადამიანები დაცემინების გამოც კი დაიჭირონ.

გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული მონაკვეთები აღებულია გოგა გველესიანის სტუმრობიდან ტელეკომპანია პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", 2026 წლის 2 ივლისს. ზემოთ ციტირებული წინადადების შემდეგ "აქ ერთი ფსიქიატრიც რომ მოგეყვანა სტუმრად ძალიან კარგი იქნებოდა", გოგა გველესიანი აგრძელებს საუბარს, თუ როგორ შეუძლია "ვიღაცა შიზოფრენიკს" ერთ დღეს გაიღვიძოს და დაწეროს ნებისმიერი შინაარსის კანონი, რომლის დარღვევის შემდეგაც ადამიანებს დაიჭერენ. გველესიანს კალმით წარწერის გაკეთების აკრძალვა მოჰყავს მაგალითად.

ამ კონტექსტში აშკარაა, რომ გოგა გველესიანი სტუდიაში ფსიქიატრის ყოფნის საჭიროებას საკუთარი ან მისი თანამოაზრეების ფსიქიატრიული შეფასების მიზნით კი არ ხედავდა, არამედ რეპრესიული კანონების ავტორების ფსიქიატრიული მდგომარეობის შესაფასებლად.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2026 წლის აგვისტო

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპასა და დასავლეთს თითქოს გარყვნილებასთან აიგივებდა. ვიდეოს მიხედვით მიხეილ სააკაშვილი ამბობს: “"რას ნიშნავს ევროპა და დასავლეთი? ეს ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, ეს ნიშნავს გარყვნილებას, ეს ნიშნავს აღვირახსნილობას".

ვიდეორედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა აქ წყდება და გრძელდება ქალის ვიდეოთი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე პროტესტის ნიშნად ყვირის. ამ მონაკვეთზე დატანილია წარწერა „აკაცუკები“. შესაბამისად, მოცემული ვიდეო ერთდროულად შეცდომაში შემყვანიცაა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციასაც ისახავს მიზნად.

ვიდეოს სრული ვერსიიდან ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ამ გამოსვლაში ანტი-ლგბტ მოძრაობების უკან რუსულ კვალს ხედავს. ის არათუ თავად ამბობს, რომ ევროპა არის გარყვნილება და ჰომოსექსუალიზმი, არამედ ვინც ამას ამბობს, მათ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2026 წლის სექტემბერი

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც ორი პოლიტიკოსის - ნიკა გვარამიასა და ანა წითლიძის მოკლე ვიდეოები იყო გადაბმული. ვიდეო იმგვარად იყო დამონტაჟებული, რომ ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ანა წითლიძე ნიკა გვარამიას მიმართავდა.

ვიდეოს პირველ ნაწილში პოლიტიკოსი ნიკა გვარამია მის კოლეგას სხვა ოპოზიციური პარტიიდან, ანა წითლიძეს მოიხსენიებს ეპითეტით „მდაბიო“. ნიკა გვარამიას ფრაზებს მოსდევს ანა წითლიძის ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი ამბობს: „შე ჩმორო და მართლა რომ კაცად წარმოგიდგენია თავი“. ვიდეოს ამგვარი მონტაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ანა წითლიძე ამ სიტყვებით ნიკა გვარამიას პასუხობს. სინამდვილეში, ანა წითლიძის ამ ფრაზის ადრესატი სხვა ადამიანია. ის მიემართება არა ნიკა გვარამიას, არამედ მამუკა მდინარაძეს. ანა წითლიძის მოცემულ ფრაზას წინ უძღვის სხვა ფრაზა: „მე მივმართავ ეხლა მამუკა მდინარაძეს“.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2026 წლის სექტემბერი

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტია მოცემული. ვიდეოში მეგრელიშვილი ამბობს: "სააკაშვილს რაც შეეხება, ის დღეს არის პატარა, დასველებული, გაპუტული წიწილა". სინამდვილეში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ორიგინალ ინტერვიუში მეგრელიშვილი სიტყვებით "პატარა დასველებული გაპუტული წიწილა" მიხეილ სააკაშვილს არ მოიხსენიებს.

გადაცემის საწყის ნაწილში ნათია მეგრელიშვილი საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომზე, მის მიერ გამოწვეულ შესაძლო გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ძალთა ბალანსის პოტენციურ ცვლილებაზე. ამ კონტექსტში იგი ამბობს, რომ იმ მნიშვნელოვანი პროცესების ფონზე, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, ქართული პოლიტიკა „პატარა, სველ და გაპუტულ წიწილს“ წარმოადგენს.

ამ საკითხზე მომზადებული სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Все посты

Кто посетил Абхазию из Ганы и означает ли это официальное признание Абхазии со стороны Ганы?
Кто посетил Абхазию из Ганы и означает ли это официальное признание Абхазии со стороны Ганы?
июл 30, 2026
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
Изображение, на котором Арсений Яценюк находится на Мальдивских островах сгенерировано Искусственным интеллектом
май 05, 2026
Какая информация распространяется по поводу видео, на котором показано как якобы умирает от инсульта мать мобилизованного украинца?
Какая информация распространяется по поводу видео, на котором показано как якобы умирает от инсульта мать мобилизованного украинца?
июл 16, 2025
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
Дезинформация: Официальный Киев не признает нового папу римского, если он будет избран без участия Украины
апр 25, 2025
Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
Российская пропаганда приписывает туфли Майи Санду Зеленскому
май 05, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.