Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 10, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო, რომელშიც ის სატელევიზიო გადაცემის ფარგლებში ფსიქიატრის მოწვევის საჭიროებაზე საუბრობს.
ვიდეოს გამავრცელებლის ინტერპრეტაციით, გველესიანი გულისხმობს, რომ ის ან მისი თანამოაზრეები საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას.
გველესიანის კომენტარების სრული ვერსიიდან ცხადია, რომ ის რეპრესიული კანონმდებლობის ავტორების ფსიქიატრიული შეფასების საჭიროებაზე საუბრობს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მსახიობ გოგა გველესიანის სატელევიზიო ინტერვიუს ორი მონაკვეთი, რომლებშიც, გამავრცელებლის ინტერპრეტაციით, გველესიანი ამბობს, რომ ის ან მისი თანამოაზრეები საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას (დაარქივებული ბმული). მსახიობი წამყვანს ეუბნება "აქ ერთი ფსიქიატრიც რომ მოგეყვანა სტუმრად ძალიან კარგი იქნებოდა" რის შემდეგაც ხდება ჭრა ინტერვიუს მოგვიანებით ნაწილზე, სადაც გველესიანი ამბობს, რომ, მისი აზრით, გამორიცხული არაა სამომავლოდ ადამიანები დაცემინების გამოც კი დაიჭირონ.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული მონაკვეთები აღებულია გოგა გველესიანის სტუმრობიდან ტელეკომპანია პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", 2026 წლის 2 ივლისს. ზემოთ ციტირებული წინადადების შემდეგ "აქ ერთი ფსიქიატრიც რომ მოგეყვანა სტუმრად ძალიან კარგი იქნებოდა", გოგა გველესიანი აგრძელებს საუბარს, თუ როგორ შეუძლია "ვიღაცა შიზოფრენიკს" ერთ დღეს გაიღვიძოს და დაწეროს ნებისმიერი შინაარსის კანონი, რომლის დარღვევის შემდეგაც ადამიანებს დაიჭერენ. გველესიანს კალმით წარწერის გაკეთების აკრძალვა მოჰყავს მაგალითად და ამით პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან ავლებს პარალელს, რომელიც, მისი თქმით, ფლომასტრით წარწერის გაკეთების გამო დააკავეს.

სწორედ ამ აზრის გაგრძელებისას, გველესიანი საუბრობს იმაზე, რომ უკვე ნათქვამის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება წარმოდგენა ისეთი კანონის, რომელიც დაცემინების გამო მოითხოვს ადამიანების დაჭერას.

ამ კონტექსტში აშკარაა, რომ გოგა გველესიანი სტუდიაში ფსიქიატრის ყოფნის საჭიროებას საკუთარი ან მისი თანამოაზრეების ფსიქიატრიული შეფასების მიზნით კი არ ხედავდა, არამედ რეპრესიული კანონების ავტორების ფსიქიატრიული მდგომარეობის შესაფასებლად.

ყველა პოსტის ნახვა

ნამდვილად შესთავაზა თუ არა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-მ სტალინს ლორდის ტიტული?
ნამდვილად შესთავაზა თუ არა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-მ სტალინს ლორდის ტიტული?
ივნ 12, 2026
სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება გიორგი ბარამიძის ინტერვიუდან ამოჭრილი ამონარიდი
სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება გიორგი ბარამიძის ინტერვიუდან ამოჭრილი ამონარიდი
მარ 24, 2026
ირაკლი კობახიძე: თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა
ირაკლი კობახიძე: თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო მოლდოვა
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში თამრიკო ჭოხონელიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თამრიკო ჭოხონელიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 02, 2024
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.