Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მიხეილ სააკაშვილის ციტატა ევროპის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის ციტატა ევროპის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აგვისტოს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპასა და დასავლეთს გარყვნილებასთან აიგივებს (Facebook ბმულები: 1, 2, 3, 4, 5; Instagram: 1; tiktok: 1, არქივირებული ბმული). ვიდეოს მიხედვით მიხეილ სააკაშვილი ამბობს: “"რას ნიშნავს ევროპა და დასავლეთი? ეს ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, ეს ნიშნავს გარყვნილებას, ეს ნიშნავს აღვირახსნილობას".

ვიდეორედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა აქ წყდება და გრძელდება ქალის ვიდეოთი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე პროტესტის ნიშნად ყვირის. ამ მონაკვეთზე დატანილია წარწერა „აკაცუკები“. შესაბამისად, მოცემული ვიდეო ერთდროულად შეცდომაში შემყვანიცაა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციასაც ისახავს მიზნად.

ვიდეოს ორიგინალი ვერსია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. სრულ გამოსვლაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს:

„დღესაც ისევ ხელახლაა ლაპარაკი, რომ პრინციპში ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენი მტერია და ერთადერთი რაც არის ჩვენთვის - ერთმორწმუნე რუსეთი. და რასაც ჩვენ გვეუბნებიან არის, რომ აი რაა რის ევროპა? ევროპა ხო გასაგებია რაც არის? ევროპა არის დეგრად..
პუტინმა ახლა ეს ჩამოაყალიბა იდეალურად ვალდაის ჯგუფთან შეხვედრაზე. თუ კარგად ნახავთ, ერთი და იგივე მოტივია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ზუსტად ერთი და იგივე. ზუსტად იგივე ხდება, ერთი ერთზე. კიევის ცენტრში გამოდის ხალხი და იძახიან რომ ევროპა ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, რომ ქრისტიანული ზეიმები ჩაანაცვლა ევროპაში გეი ფერეიდმა, რაც [აქაც] კარგად ცნობილია.
ზუსტად იგივეა მოლდოვაში, რომ ეს არის… რას ნიშნავს ევროპა და დასავლეთი? ეს ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, ეს ნიშნავს გარყვნილებას, ეს ნიშნავს აღვირახსნილობას მაშინ, როცა არსებობს აგერ ერთმორწმუნე ჩვენი საყვარელი რუსეთი, რომელსაც ის მაინც აქვს, რომ ჩვენნაირი რწმენა აქვს.
ოღონდ ამ დროს უნდა გვქონდეს სრული ამნეზია და ვერ მივხვდეთ იმას, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროს მოკლა ერთი პატრიარქი და აწამა ამბროსი ხელაია - მეორე პატრიარქი ძალიან მძიმედ. რუსეთმა მოკლა რამდენიმე ჩვენი ეპისკოპოსი. ჩვეულებრივად - გააქრო, მოკლა, ჩამარხა. რუსეთმა გადაღება ჩვენი ეკლესიები არამხოლოდ მე-19 საუკუნეში არამედ 2010-ში, 11-ში, 12-ში, აფხაზეთში მაგალითად.”

ვიდეოს სრული ვერსიიდან ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ამ გამოსვლაში ანტი-ლგბტ მოძრაობების უკან რუსულ კვალს ხედავს. ის არათუ თავად ამბობს, რომ ევროპა არის გარყვნილება და ჰომოსექსუალიზმი, არამედ ვინც ამას ამბობს, მათ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში კი გამოსვლის ამ სრული მონაკვეთიდან, რომელიც 99 წამი გრძელდება, 5 წამიანი მონაკვეთია მოჭრილი და იმგვარადაა რედაქტირებული, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლები შეცდომაში შეყავს.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის ინტერვიუდან კადრები მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის ინტერვიუდან კადრები მანიპულირებულად ვრცელდება
ოქტ 07, 2025
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
ნოე 06, 2024
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
ოქტ 30, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 15, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
იან 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.