Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?

სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?

იანვარს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  1. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო;
  2. ინფორმაცია არც ანტიკორუფციულ ბიუროს და არც უკრაინულ მედიას არ გაუვრცელებია;
  3. თანდართული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი;
  4. ინფორმაციის პირველწყარო სატირული ანგარიშია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ორი მამაკაცი ჩანს, ხელში ოქროს ეტლით. ფოტოს აღწერის თანახმად: „უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკის შედეგად 585 პრობის, 52 კგ. ოქროს ეტლი ამოიღო“ (1; 2; 3; არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდებზე მსგავსი ინფორმაცია ან ფოტოსურათი არ იძებნება (Facebook; X; Telegram).

იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას, ოქროს ეტლის ამოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც სხვა უკრაინულ მედიას გაუვრცელებია.

პოსტები ძირითადად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ხოლო ფოტოსურათი, რომელიც პოსტებს თან ერთვის ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, რაზეც რამდენიმე დეტალი მიუთითებს. მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ფოტოში ჩანან, უცნაური ფორმის ხელები აქვთ და ეტლიც უცნაურად უჭირავთ (იხ. ფოტო).

ინტერნეტსივრცეში ფოტოს ძიება მიუთითებს, რომ მისი თავდაპირველი გამავრცელებელი სავარაუდოდ, X-ის ანგარიშია - @smak__media. ანგარიშმა ფოტო 2026 წლის 14 იანვარს, 18:03 საათზე გამოაქვეყნა. გვერდის აღწერის თანახმად, მათი პოსტები გამოგონილი შინაარსისაა.

ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკოსის ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერი 2026 წლის 14 იანვარს გაავრცელა, თუმცა მასში დაკონკრეტებული არ იყო, თუ ვისი ოფისი გაჩხრიკეს. მალევე მომხდარს ტიმოშენკო თავად გამოეხმაურა და ჩხრეკა დაადასტურა, თუმცა აუდიოჩანაწერთან კავშირი უარყო.

ყველა პოსტის ნახვა

რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
მარ 03, 2025
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
აგვ 15, 2024
დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს
დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს
აპრ 08, 2025
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
დეკ 04, 2025
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ნოე 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.