Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება

დეკემბერს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Dato Faika Nacvlishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული).  „ჭორები დადის არაბები რომელიღაც პარტიით დაინტერესებულები არიანო და ესხომარაა ნეტავ?”,  -წერს ანგარიში. კადრში ჩანს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რომელსაც არაბულ სამოსში ჩაცმული პირი თანხას გადასცემს. ვიდეოს ადევს არაბული სიმღერაც. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI)  მიერაა გენერირებული და მითითების გარეშე   შეცდომაში შემყვანია.

ვიდეოს ზოგიერთ კადრში წარმოდგენილი პირი ვატო შაქარიშვილს ვიზუალურადაც არ ჰგავს, მსგავსი უზუსტობა  ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალისთვის არის დამახასიათებელო (იხილეთ კადრი ვიდეოდან):

ვიდეოში ჩანს მედიაჰოლდინგის „The Georgian Times“-ის ლოგო და სტუდია. პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სტუმრად „The Georgian Times“-ის გადაცემაში „დიდი რეალური პოლიტიკა-მალხაზ გულაშვილთან ერთად“  8 დეკემბერს იმყოფებოდა (იხილეთ კადრი გადაცემიდან). სოციალურ ქსელში ვიდეო, ხელოვნური ინტელექტის (AI)  გამოყენებით, სავარაუდოდ, სწორედ ამ გადაცემიდან აღებული კადრით შეიქმნა.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ვიდეო კომპანია Eagle Hills დაგეგმილი პროექტის კონტექსტში ვრცელდება, რომლის ფარგლებშიც 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია იგეგმება. მთავრობის წარმომადგენლებსა და დეველოპერულ კომპანიას შორის შეთანხმებას 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, თუმცა შეთანხმება საჯარო არ არის.

პროექტს კრიტიკოსებიც ჰყავს. მაგალითად, პარტიამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ ოფიციალური განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა და არაბული კომპანიისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია:  „მთავრობა ამბობს, რომ 33% წილი Eagle Hills-ის ქართულ შვილობილ კომპანიაში სახელმწიფომ მიიღო დაახლოებით, 600 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის სანაცვლოდ. ჩვენ გვაინტერესებს, სად, რომელ ანგარიშზე ინახება ის არაბული მილიარდ 200 მილიონი დოლარი, რომელიც შეესაბამება ამ მიწის ღირებულების ფასს და არის საწესდებო კაპიტალი, რომლითაც დაახლოებით 70% წაიღო ამ არაბულმა კომპანიამ. რატომ შევიდა სახელმწიფო ამ კომპანიაში?“.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ასევე ისაუბრა პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე: „საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის შეშფოთებული ამ პროექტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, დიახაც უნდა მოხდეს ყველა პუნქტის გამომზეურება, იმიტომ, რომ საქმე ეხება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქართულ მიწებს“. Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ 7 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) საპროტესტო აქციაც გაიმართა.

Egle hills-ის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტსი“ აქამდეც წერდა.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ოქტ 01, 2025
დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა
დეზინფორმაცია: დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა
ივლ 03, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
იან 25, 2026
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
იან 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.