Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.

ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.

ნოემბერს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

 

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის 20 ნოემბერს, იმედი live-ის ეთერში განაცხადა  –  „ერთი საინტერესო დეტალია, რაც უკავშირდება აგვისტოს ომის დაწყებას. თქვენ იცით ცნობილი ამბავი სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე. ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი“.

„ჯეოფაქსტმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა

2007 წლის 27 აპრილს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – „სახელმწიფოს ღალატი“.

307-ე მუხლი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ რიგ დანაშაულებს ჩამოთვლიდა და მათ „სახელმწიფოს ღალატს” არქმევდა, მაშასადამე, ის იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა, რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად და მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

ამ ჩამონათვალში შედიოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა), 309-ე (ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება), 310-ე (საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა), 311-ე (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა), 312-ე (საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა), 313-ე (სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა), 314-ე (ჯაშუშობა), 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად), 318-ე (საბოტაჟი) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები.

2007 წლის 27 აპრილის ცვლილებებით, მუხლში ჩამოთვლილი კონკრეტული დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია. აღნიშნული დანაშაულები დღემდე დასჯადია და მათ აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარი – დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძე საკითხს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს, 2007 წელს, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან იმიტომ ამოიღო, რომ 2008 წლის ომში სამშობლოსთვის ეღალატა და არ დასჯილიყო. რეალურად, განცხადების ის პათოსი, რომ კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებით პასუხისმგებლობის საფუძველიც გაქრა, მანიპულაციურია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ის ქმედება, რომელსაც 307-ე მუხლი უყრიდა თავს, ცვლილებების შედეგად არ გაუქმებულა.

ამას გარდა, ირაკლი კობახიძის მიერ მოყვანილი ფაქტები – თითქოს მუხლის ამოღება აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე დაინიციირდა და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში – სინამდვილეს არ შეესაბამება. მუხლი ჯერ კიდევ 2007 წლის 27 აპრილს იქნა ამოღებული სისხლის სამართლის კოდექსიდან. ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით „ჯეოფაქტსი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

თუ მმართველი გუნდის განცხადებებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ „ქართული ოცნება“ 307-ე მუხლის ამოღების თემას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დასაბუთებას უძებნიდა. მაგალითად, 2020 წელს ეს საკითხი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის კამპანიის ნაწილი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ეს გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლის, გაუქმების საკითხს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილის ცვლილებებით, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში დააბრუნა, რაც არა –  სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, არამედ ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
სექ 01, 2025
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ყალბი ციტატა გავრცელდა
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ყალბი ციტატა გავრცელდა
ოქტ 30, 2024
გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს
გავრცელებული ვიდეო არა ირანში ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2025 წლის "არა მეფეებს" საპროტესტო მოძრაობას ასახავს
მარ 17, 2026
სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 12, 2025
სოციალურ ქსელში ბრიტანელი ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანელი ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.