Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტისას აეროპორტში მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები დახვდნენ

დეზინფორმაცია: უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტისას აეროპორტში მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები დახვდნენ

ოქტომბერს 23, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო (დაარქივებული ბმული), რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი ჩანს. პოსტის აღწერაში გამავრცელებელი მიუთითებს: „წარმოიდგინეთ ზელენსკი ვაშინგტონში ჩადის, მაგრამ აეროპორტში არავინ ხვდება. არც საპატიო ყარაული, არც ოფიციალური პირები, არც ცერემონიალი, სრული სიჩუმე. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად მას სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ „მისალმების“ სცენა თავადვე მოეწყო. კადრები აჩვენებს, როგორ ესალმებიან მას საკუთარი გუნდის წევრები მათ შორის საკუთარი პილოტი. ვინც პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩაიყვანა“. აღნიშნული ფოტო რუსულმა მედიებმა და სოციალური ქსელების ანგარიშებმაც გაავრცელეს (1, 2, 3), ასევე რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა.

რეალურად, კადრებში ჩანს, როგორ ესალმებიან უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის  დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, აშშ-ის სამხედრო ოფიცერი, ხოლო უკრაინის მხრიდან – აშშ-ში უკრაინის ელჩი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უკრაინის სამხედრო ატაშე. დახვედრის ცერემონიაზე დამსწრე პირების სია პროტოკოლით არის განსაზღვრული და სხვა მაღალი რანგის სტუმრებსაც იგივე წესით ესალმებიან. შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა „მისალმების  სცენა თავადვე მოაწყო“ და მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის პილოტი, დახვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით 17 ოქტომბერს ჩავიდა. მას  ენდრიუსის ბაზაზე დახვდნენ. შეხვედრის კადრები უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

აშშ-ის დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით (გვერდი 167), სტუმრებს  აშშ-ის პროტოკოლის უფროსი, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუმარი ქვეყნის ელჩი აშშ-ში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც კადრებში ჩანს, ზელენსკის  აშშ-ის პროტოკოლის უფროსი მონიკა კროული ხვდება.

ზელენსკის ასევე  ხელს ართმევს პირი, რომლის იდენტიფიცირებაც კადრებიდან ვერ ხერხდება, თუმცა,  მისი უნიფორმასა და ქუდზე არსებული სიმბოლოების გათვალისწინებით, ის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ესტონური ფაქტების  გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi გამოეხმაურა. სამხედრო პირის იდენტიფიცირება ვერც მათ შეძლეს, თუმცა სტატიაში აღნიშნავენ, რომ, „სავარაუდოდ პირი ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზის, ან აშშ-ის საჰაერო ძალების ვაშინგტონის ოლქის წარმომადგენელია – როგორც წესი, ისინი ბაზაზე  დელეგაციების მიღების ცერემონიალში მონაწილეობენ“.

დამატებით, ამ პირის ვინაობის დასადგენად „ჯეოფაქტსი“ აშშ-ის პროტოკოლს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.

დამატებით, კადრში ჩანს, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი იერმაკი და უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინაც ხვდებიან.

ზელენსკის უკრაინის სამხედრო ატაშე აშშ-ში, ბორის კრემენეცკიც ხვდება. Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში სწორედ მისი უკრაინის დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ბორის კრემენეცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისას სხვა დროსაც შეხვედრია.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ასევე აშშ-ის საპატიო სამხედრო მცველებიც ჩანან.

წყარო: https://x.com/ZelenskyyUa/status/

საგულისხმოა, რომ აშშ-ში ვიზიტისას სხვა მაღალი რანგის სტუმრებსაც იმავე წესით ხვდებიან, რასაც მაგალითად 20 ოქტომბერს  ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის აშშ-ში ვიზიტი ადასტურებს. კადრებში ჩანს, რომ  აეროპორტში მას პროტოკოლის უფროსი მონიკა კროული და ავსტრალიის ელჩი აშშ-ში, კევინ რადი დახვდნენ.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. უკრაინული მხარისთვის შეხვედრის მიზანი ტრამპისგან „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე თანხმობის მიღება იყო, თუმცა შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა.

ყველა პოსტის ნახვა

გიორგი მურვანიძე: ბათუმში ივანე მესხისა და მუსხელიშვილის ქუჩებზე [საბავშვო ბაღების] სამშენებლო პროცესის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლომდე, მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციას აწარმოებს ექვს საბავშვო ბაღზე
გიორგი მურვანიძე: ბათუმში ივანე მესხისა და მუსხელიშვილის ქუჩებზე [საბავშვო ბაღების] სამშენებლო პროცესის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლომდე, მუნიციპალური განვითარების ფონდი რეაბილიტაციას აწარმოებს ექვს საბავშვო ბაღზე
ივლ 16, 2025
დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა
დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა
მარ 03, 2025
დეზინფორმაცია: რევოლუციის დასაფინანსებლად ამერიკამ საქართველოში ფულის 150 მილიონი ერთეული შემოიტანა
დეზინფორმაცია: რევოლუციის დასაფინანსებლად ამერიკამ საქართველოში ფულის 150 მილიონი ერთეული შემოიტანა
დეკ 26, 2024
უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა
უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის მთავრობის გადადგომის მიღწევას ცდილობდა
მაი 22, 2026
სოციალურ ქსელებში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 30, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.