Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა

დეზინფორმაცია: ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინს შეხვდა

მარტს 3, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა (1, 2), თითქოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიზიტი გამართა მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პოსტების ავტორები ვიზიტის მთავარ მიზნად ქვეყნის გაერთიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ დიალოგს ასახელებენ. ფოტო-პოსტში ვხვდებით საქართველოსა  და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაკა ბოჭორიშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრასაც. ზოგიერთ სურათში რუსეთის პრეზიდენტს ხელში გაერთიანებული საქართველოს რუკა უჭირავს, რასაც პოსტის ავტორი  ქართველი ხალხისადმი ვლადიმერ პუტინის საჩუქრად ასახელებს. რეალურად, მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია და ფოტო-ვიდეო მასალა რედაქტირებულია

სინამდვილეში, მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალა რედაქტირებულია.

კერძოდ, ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ვიდეო სამ რედაქტირებულ ფოტოს მოიცავს:

  1. ვიდეოს პირველ კადრში ასახული ფოტო რეალურად 2023 წლის 21 მარტს გავრცელდა კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რუსეთის პრეზიდენტის სექციაში. რეალური სურათი ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრის კადრებს ასახავს. გავრცელებული ვიდეოს პირველ კადრში სწორედ ჩინეთის პრეზიდენტის ნაცვლადაა ჩასმული ირაკლი კობახიძის ფიგურა.

  1. ვიდეოში ასახული მეორე კადრი ვლადიმერ პუტინისა და ირაკლი კობახიძის დიალოგის კადრს ასახავს. რეალურად, ფოტო საქართველოს მთავრობის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე 2024 წლის 30 ივლისს გავრცელდა. კერძოდ, სურათი ირაკლი კობახიძის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრას ასახავს. გავრცელებული ვიდეოს რედაქტირებულ მეორე კადრში ირანის პრეზიდენტის ნაცვლად ვხედავთ ვლადიმერ პუტინის ფიგურას. ირანის დროშა ასევე ჩანაცვლებულია რუსეთის დროშით.

  1. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ბოლო კადრი ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ხელის ჩამორთმევის მომენტს ასახავს. რეალურად, აღნიშნული ფოტოც რედაქტირებულია. ფოტოს თავდაპირველი ვერსია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე გავრცელდა 2024 წლის 16 მაისს, როდესაც ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. აღნიშნულ ფოტოშიც, თურქეთის პრეზიდენტის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტის ფიგურას ვხვდებით.

დამატებით, ფოტოებზე დატანილი წარწერა, თითქოს კობახიძემ მოსკოვში ვიზიტი გამართა და „ქართული ოცნების“ დელეგაცია რუსეთის პრეზიდენტს ხვდება, ტყუილია. მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო ქართულ თუ საერთაშორისო მედიაში არ გავრცელებულა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც სხვა ღია წყაროებსა თუ საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ სოციალური ქსელებში (1, 2).

რაც შეეხება TikTok-ის პლატფორმაზე გავრცელებულ ფოტო-პოსტს, არც აღნიშნული შეესაბამება სინამდვილეს და ფოტოები, ამ შემთხვევაშიც, რედაქტირებულია. კერძოდ, ფოტოებში ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის ფიგურები არარეალურად გამოიყურება. მაგალითად, ერთ-ერთ სურათში კობახიძის ხელი შერწყმულია მის წინ განთავსებულ მიკროფონთან, ხოლო პუტინის თითები მორფირებულია რუკის კონტურებში. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის თავის ზომა არაბუნებრივად და არაპროპორციულად მცირეა ტანთან შედარებით. იმავე დეტალს ვხვდებით ვლადიმერ პუტინის შემთხვევაშიც. დამატებით, მათ უკან მდებარე რუკების ფონზე გამოკვეთილი კონტურების შედეგად აშკარა ხდება, რომ კობახიძისა და პუტინის სილუეტები ხელოვნურადაა ჩასმული.

ამასთანავე, პოსტში ვხვდებით ფოტოს, თითქოს რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დელეგაციას შორის შეხვედრა საქართველოს მთავრობის კაბინეტში გაიმართა. სინამდვილეში, ფოტოს თავდაპირველი ვერსია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ სოციალურ მედიაში გავრცელდა 2025 წლის 6 თებერვალს და ფოტო ირაკლი კობახიძის ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას ასახავს.

ფოტო-მასალაში ასევე აღბეჭდილია კობახიძისა და პუტინის ხელის ჩამორთმევის კადრი. რეალურად, ფოტო თავდაპირველად კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა, როდესაც 2018 წლის 1-ლ სექტემბერს სოჭში ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

 

პოსტში მოცემულია ასევე ორი ფოტო, რომელიც თითქოს მაკა ბოჭორიშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ასახავს. თუმცა, რეალურად, ორივე ფოტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტოებია და სერგეი ლავროვის გამოსახულება მათში ხელოვნურადაა ჩასმული.

პირველი ფოტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე 2025 წლის 25 იანვარს გავრცელდა სათაურით: „2025 წლის 24 იანვარს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა“.

 

მეორე ფოტო კი 2024 წლის 27 დეკემბერს გავრცელდა, როდესაც მაკა ბოჭორიშვილმა  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ვიზიტი გამართა და ,,აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან არც ერთი არ წარმოადგენს რეალურს. ამასთანავე, ინფორმაცია, რომ ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის რაიმე სახის შეხვედრა გაიმართა და პუტინს ხელში ეჭირა საქართველოს რუკა წარწერით „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, არც ერთ სანდო წყაროში არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელსაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სახელს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელსაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სახელს მცდარად მიაწერენ
აგვ 07, 2025
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
დეზინფორმაცია: ნორმანდიის ნაცისტ-ფაშისტი ვეტერანი ზელენსკის ეხუტება
ივნ 11, 2024
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 30, 2024
რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?
რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?
აპრ 28, 2025
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
ოქტ 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.