Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ

რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ

ივნისს 19, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში ქართულენოვანი Facebook-ანგარიშები ვიდეოს აქვეყნებენ შემდეგი აღწერით: (1; 2; 3) „რუმინელი გულშემატკივრები უკრაინასთან მატჩზე სკანდირებენ “პუტინი!”“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ხოლო ვიდეო – რედაქტირებული.

ვიდეოს ნამდვილობას ეჭვქვეშ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აყენებს. საგულისხმოა, რომ ვიდეო ინსტაგრამის ე.წ „სთორის“ წარმოადგენს, რაც სოციალურ ქსელებში 24 საათის შემდეგ იშლება. ასევე, არ ჩანს ინტერნეტ-მომხმარებლის სახელი ე.წ username, რაც საშუალებას მოგვცემდა ინფორმაცია უშუალოდ პირველწყაროსთან გადაგვემოწმებინა. გადამოწმებას ართულებს ის ფაქტიც, რომ გულშემატკივრები ზურგით დგანან, შესაბამისად, არ უჩანთ სახე და შეუძლებელია ხმისა და ტუჩების მოძრაობის შესაბამისობის დადგენა.

ვიდეო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე ვირუსულად გავრცელდა (1; 2;). რუმინულ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა (1; 2; 3).  Orange sport-ის სტატიაში წერია, რომ ვიდეო თავდაპირველად X-ზე გვერდმა სახელად Censored Men გამოაქვეყნა, რომელმაც შემდგომში ვიდეო წაშალა. მოგვიანებით, როგორც რუმინული მედია წერს, იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა Gazzetta dello Sport ყალბი ვიდეოს გამოყენებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც როგორც Orange sport წერს „უსაფუძვლოდ გააკრიტიკა რუმინელი ფანები იმ შეძახილის გამო, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოიგონეს“. ამჟამად იტალიური გაზეთის სტატია წაშლილია.

საინტერესოა ისიც, რომ ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ვიდეო იძებნება. ამასთან, გავრცელებული ვიდეო უცხოენოვან სანდო მედიასაშუალებებზე არ გვხვდება.

მტკიცებას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. პოსტის მიხედვით, რეალურად ფანები არა „პუტინს“, არამედ „Путін – ху*ло!“-ს სკანდირებდნენ. X-ზე იდენტური ვიდეო Путін – ху*ло-ს შეძახილითაც ვრცელდება. თუ ხმებს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ორი ვიდეო იდენტურია,  ერთი განსხვავებით – ვირუსულად გავრცელებულში ერთი სიტყვა – ху*ло არ ისმის. სავარაუდოდ, სწორედ ეს ნაწილია რედაქტირებული, რაც ვიდეოს შინაარს უცვლის.

რუმინეთი-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით გერმანულმა გამოცემა Bild-მაც დაწერა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მატჩზე, სოლიდარობის ნიშნად, 40 000-მდე რუმინელი „უკრაინას“ სკანდირებდა, რაც ძალიან ემოციური სანახაობა იყო.

ზემოხსენებული მტკიცების გარდა, ზოგიერთი Facebook-ანგარიში პოსტში იმასაც წერდა, რომ რუმინელმა გულშემატკივრებმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР)-ის დროშაც გაშალეს, რასაც შესაბამისი ფოტოსურათით ადასტურებდნენ.

რეალურად, ეს ინფორმაციაც ყალბია. მატჩის სრული ვერსიის ნახვისას, ამ მომენტზე (იხ. 44:27-დან) ე.წ. ДНР-ის დროშა არ ჩანს. ეს მტკიცება რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს, კერძოდ, ТАСС, РЕН ТВ, Lenta.ru, Vesti.ru და სხვებმა, თუმცა შემდგომ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, Московский Комсомолец-მა სტატიაში აღიარა, რომ ფოტოსურათი ყალბია.

შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცება, რომ რუმინელები „პუტინს“ სკანდირებდნენ, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ნოე 07, 2024
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
იან 22, 2025
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს
სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურად დაჭრილი ვიდეოკადრებით ცდილობს, ვიდეოში ნაჩვენები ადამიანები ომის მხარდამჭერებად წარმოაჩინოს
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ
აგვ 13, 2025
სოციალურ ქსელში ადრენოქრომის შესახებ კონსპირაციული თეორია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ადრენოქრომის შესახებ კონსპირაციული თეორია ვრცელდება
ოქტ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.