Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით შოტლანდიის ქალაქ დანდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც არასრულწლოვანი გოგონა იარაღით ხელში ფიგურირებს?

რა ვიცით შოტლანდიის ქალაქ დანდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც არასრულწლოვანი გოგონა იარაღით ხელში ფიგურირებს?

სექტემბერს 4, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც არასრულწლოვანი გოგონები ჩანან. ერთ-ერთ მათგანს ხელში დანა და ნაჯახი უჭირავს. ვიდეოს შემდეგი აღწერა აქვს: „რადიკალმა მუსლიმმა მიგრანტმა ბრიტანეთში, ქალაქ დანდში მცირეწლოვანი შოტლანდიელი გოგონას გაუპატიურება დაუპირა. 12 წლის გოგონას დასაცავად უფრო 15 წლის და გამოესარჩლა.

იმ ფონზე როცა ლიბერალურ- მულტიკულტურული შიზოფრენიით დაავადებული ძალოვანი სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ დაიცვან საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, ბავშვები თვითონ ცდილობენ დაიცვან ერთმანეთი.

საბოლოო ჯამში 15 წლის გოგონას 24 წლით ციხე ემუქრება, ხოლო რადიკალი მოძალადე მიგრანტი გაამართლეს. ესეთია ლიბერალური შიზოფრენიის რეალური სახე“ (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. რეალურად, არასრულწლოვანი გოგონა ვიდეოში არა რადიკალ მუსლიმ მიგრანტს, არამედ ბულგარელ წყვილს, ქალს და კაცს, ეჩხუბება.

ვიდეო სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა (1; 2; 3;). ზოგიერთი პოსტში ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოში გოგონა და მისი მეგობრები მიგრანტების მხრიდან შევიწროებისა და თვალთვალის მსხვერპლი გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი პოსტი X-ზე ბიზნესმენმა ილონ მასკმაც გააზიარა შემდეგი აღწერით: „როგორი მთავრობა აკავებს პატარა გოგონებს, რომლებიც საკუთარ თავს იცავენ?”.

ვინაიდან ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, შემთხვევასთან დაკავშირებით 2025 წლის 27 აგვისტოს შოტლანდიის პოლიციამ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც შაბათს, 2025 წლის 23 აგვისტოს, დანდიში, სენტ ენ ლეინზე მოხდა, სადაც ბულგარელ წყვილს ახალგაზრდები მიუახლოვდნენ. 12 წლის გოგოს ბრალად ედება ცივი იარაღის ფლობა. ის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება და ჩვენი გამოძიება გრძელდება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივებს გამოძიებაში დახმარებისთვის და მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ გაავრცელონ დეზინფორმაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ მის გარემოებებზე სპეკულირებისგან“.

ამგვარად, ოფიციალური წყაროების მიხედვით, ვიდეოში გოგონები რეალურად ბულგარელ წყვილს, ქალს და კაცს, ეჩხუბებიან და არა მუსლიმ მიგრანტს. შოტლანდიის პოლიციის მიხედვით, ბულგარელ წყვილს ახალგაზრდები თავად მიუახლოვდნენ, შესაბამისად, ინფორმაცია გოგონას გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით, არ დასტურდება. ამასთან, 2025 წლის 3 სექტემბრის მონაცემით, არ არის ცნობილი, რა სახის სასჯელი ელის ვიდეოში მყოფ არასრულწლოვანს ცივი იარაღის ფლობისთვის და შესაბამისად, არ დასტურდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გოგონას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
მაი 27, 2026
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 08, 2024
სოციალურ ქსელში წმინდა პეტრეს ტაძარში არსებულ ჯვრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში წმინდა პეტრეს ტაძარში არსებულ ჯვრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 25, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივნ 17, 2025
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
დეკ 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.