Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს

დეზინფორმაცია: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს

ივლისს 14, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია 9 ივლისს ცარიელ დარბაზში მიიღეს. „ცარიელი დარბაზს“ ასევე ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა: „დღეს, როდესაც ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ არის იმ გლობალური ძალებისთვის საინტერესო, რომ აქ ხელისუფლება შეცვალონ და ის მარიონეტები მოიყვანონ, ვინც მათ დაკრულზე იცეკვებს და საქართველოს დიდ უბედურებაში გახვევს, გასაკვირია, რომ, აი, ეს ადამიანები უკვე მერამდენედ, ინფორმაციულად სიმართლისგან სრულიად დაცლილ დოკუმენტს იღებენ ტაშისკვრით, ოღონდ ამ ყველაფერს ცარიელ დარბაზში უყვებიან საკუთარ თავს?“.

რეალურად, ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრას 720 ევროპარლამენტარიდან 686 ესწრებოდა და დარბაზი, ფაქტობრივად, სავსე იყო, რაც კენჭისყრის ჩანაწერებშიც დასტურდება.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია, რომელიც  „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“ ეყრდნობა,  9 ივლისს მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტრმა, 147 კი მის წინააღმდეგ წავიდა. რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემზღუდავი ზომები, როგორიცაა მაგალითად, SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რათა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტა მოხდეს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს „ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე კანონმდებლობის მიღებას, მათ შორის, „რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს“, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ახალ შემზღუდავ ცვლილებებს; ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები.

საგულისხმოა, რომ ძირითად ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მიიღო ის შესწორებები, რომლებიც ეხებოდა: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, მზია ამაღლობელს და ასოცირების შეთანხმების გადახედვას. კერძოდ, დამატებული ჩანაწერის თანახმად,  ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კი დაზუსტებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და რომ ის არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და „პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.  რაც შეეხება მესამე შესწორებას, ამ შესწორებით, ევროპარლამენტი  ევროკომისიას  ასოცირების შეთანხმების  გადახედვისკენ მოუწოდებს.

საგულისხმოა, რომ  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპის“, შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა, კენჭისყრაზე ჩავარდა.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 9 ივლისს 12:43 წთ-ზე დაიწყო და 12:47 წთ-ზე დასრულდა. კენჭისყრას  720 ევროპარლამენტარიდან 686 ესწრებოდა, შესაბამისად, დარბაზი ფაქტობრივად სავსე იყო, რაც კადრებშიც კარგად ჩანს (იხილეთ ფოტოები კენჭისყრიდან) .

შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ცარიელ დარბაზში მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
აპრ 21, 2026
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა
ოქტ 30, 2025
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
მარ 05, 2025
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
იან 27, 2026
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 07, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.