Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ესპანეთის ხაზინა მომხმარებელს, რომელიც ბანკიდან 3000 ევროზე მეტს გაიტანს, დააჯარიმებს

დეზინფორმაცია: ესპანეთის ხაზინა მომხმარებელს, რომელიც ბანკიდან 3000 ევროზე მეტს გაიტანს, დააჯარიმებს

მაისს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში წერს, რომ ესპანეთში  ნაღდი ფულის გატანისას კონტროლი გაამკაცრეს (დაარქივებული ბმული): „ ესპანეთში 3000 ევროზე მეტი თანხის გატანის მსურველები,  ვალდებულნი არიან წინასწარ, სულ მცირე 24 საათით ადრე, აცნობონ საგადასახადო სააგენტოს და მიუთითონ თანხის მიღების მიზანი. ამ წესის დარღვევა იწვევს 150 000 ევრომდე ჯარიმას. დემოკრატიის პიკი“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად,   ესპანეთში პირები ბანკიდან 3 ათას ევროზე მეტი თანხის გატანის შემთხვევაში  არ ჯარიმდებიან.  ამ თანხის გადაჭარბების შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, ტრანზაქციის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს აცნობონ. აღნიშნული დადგენილება ახალი არ არის და  2010 წლიდან მოქმედებს.

აღნიშნული დეზინფორმაცია ფართოდ გავრცელდა თავად ესპანეთშიც, რასაც ესპანური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „INFOVERITAS“ გამოეხმაურა.

ესპანური ხაზინა პირებს  ბანკიდან 3 ათასი ევროს გამოტანისთვის არ აჯარიმებს. 3 ათას ევროზე მეტის გამოტანის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, ტრანზაქციის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს აცნობონ. აღნიშნული რეგულაცია 2010 წლის ბრძანებაშია გაწერილი, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

ბრძანებაში დადგენილია, რომ საკრედიტო ინსტიტუტებმა და სხვა სუბიექტებმა, რომლებიც, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სპეციალიზდებიან საბანკო ან საკრედიტო ტრანზაქციებში, მომხმარებლის მიერ 3 ათას ევროზე მეტის გატანის შემთხვევაში, სპეციალიზებულ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციების შესახებ ძირითადი მონაცემები უნდა მიაწოდონ. ეს მონაცემებია: ოპერაციის განმახორციელებელი პირის სახელი, თარიღი, დეპოზიტის ხასიათი, თანხა ევროში და ანგარიშის ნომერი, რომლითაც ოპერაცია ხორციელდება. აღნიშნული პუნქტის მიზანია ისეთი უკანონო საქმიანობის პრევენცია, როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება და სხვ. ბრძანებაში ანგარიშიდან 3000 ევროზე მეტი თანხის გატანისთვის მოქალაქეების დაჯარიმება ნახსენები არ არის.   

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ესპანეთში პირები, რომლებიც წინასწარი შეტყობინების გარეშე ბანკიდან 3000 ევროს გაიტანენ, 150 000 ევრომდე დაჯარიმდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა ვრცელდება
აგვ 07, 2026
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
თებ 21, 2025
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 05, 2025
სოციალურ ქსელში „შარლი ებდოს“ გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „შარლი ებდოს“ გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
ივნ 02, 2025
სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება
მარ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.