Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: უკრაინის ეკლესიაში ეშმაკის ფორმიანები ქადაგებენ

დეზინფორმაცია: უკრაინის ეკლესიაში ეშმაკის ფორმიანები ქადაგებენ

დეკემბერს 30, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

Facebook-ჯგუფში „ანტი-მაიდანი“ ვრცელდება ვიდეო შემდეგი მტკიცებით: „აი ეს მოყვა მაიდანს უკრაინაში!!! ეკლესიებში პირდაპირ ეშმაკის ფორმიანები ქადაგენენ!!! მაგრამ საქართველოში ამას ვერ ეღირსებიან!!!“. რეალურად, ვიდეოში არა „ეშმაკის ფორმიანების ქადაგება“, არამედ უკრაინული ტრადიციული საშობაო წარმოდგენაა („ვერტეპი”) ნაჩვენები, რომელიც სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს და ქრისტესშობასთან დაკავშირებული ბიბლიური სცენების გაცოცხლებას გულისხმობს. (არქივირებული ბმული).

მსგავსი ვიდეო რუსულენოვან სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. პოსტების აღწერაში წერია, რომ ვიდეო გადაღებულია უკრაინაში, ქალაქ დნეპრში, პოკროვის ტაძარში, რომელიც უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის ნაწილია. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო ნამდვილად ამ ტაძარშია გადაღებული. (შედარებისთვის ფოტოები იხ. ქვემოთ)

პოკროვის ტაძარს Facebook-ზე გვერდი აქვს, სადაც ხშირად აზიარებენ YouTube-ზე განთავსებულ საეკლესიო მსახურების ამსახველ ვიდეოებს. აღნიშნული YouTube არხი ამ ტაძრის წინამძღოლს ვასილ კოლოდის ეკუთვნის. აღნიშნულ YouTube არხზე ხელმისაწვდომია ქართულენოვან და რუსულენოვან სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, რომელიც 2024 წლის 8 დეკემბერსაა ატვირთული. თუ პერსონაჟების განლაგებასა და ტაძრის ინტერიერს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ Facebook-ანგარიშის მიერ  გავრცელებული კადრები სწორედ ამ YouTube ვიდეოდან არის ამოჭრილი. (ფოტოები იხ. ქვემოთ) გავრცელებული მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და ვიდეოში მხოლოდ ეშმაკის პერსონაჟი ჩანს, რაც აღნიშნულ საშობაო წარმოდგენას მცდარ კონტექსტს უქმნის. რეალურად, ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანან ბავშვები, რომლებიც წარმოდგენას დგამენ, ქალი ეშმაკის ფორმაში, თოვლის ბაბუა და ა.შ.

კადრი Facebook-ანგარიშის მიერ ატვირთული ვიდეოდან:

კადრი YouTube ვიდეოდან:

ტაძარში გამართული წარმოდგენა რეალურად უკრაინულ საშობაო და საახალწლო ტრადიციებს უკავშირდება.

ვერტეპი ტრადიციული თოჯინების წარმოდგენაა, რომელიც რელიგიურ თემებზეა დაფუძნებული და მჭიდროდაა დაკავშირებული საშობაო დღესასწაულთან. სახელი „вертеп“ ძველი სლავური სიტყვიდან „вьртьпъ“ არის წარმოშობილი, რომელიც „მღვიმეს“ ნიშნავს და იესო ქრისტეს დაბადების ადგილის სიმბოლოა. ვერტეპის ტრადიცია პოლონეთსა და უკრაინაში XVI–XVII საუკუნეებში წარმოიშვა და მალე მისი თეატრალური ფორმა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში სასულიერო პირებისა და მოგზაური არტისტების წყალობით გავრცელდა. ეს იყო თოჯინების თეატრი, სადაც ქრისტეს ცხოვრების სცენები იყო  ნაჩვენები.

წარსულში ვერტეპი სახალხო თოჯინების თეატრს აღნიშნავდა. შემდგომში კი გაჩნდა პერსონაჟებად გადაცმის და დღესასწაულებზე სახლიდან სახლში სიარულის ტრადიცია, რა დროსაც მასპინძლებს სიკეთესა და აყვავებას უსურვებდნენ. სიმღერებისა და კეთილი სურვილებისთვის ვერტეპის მონაწილეებს საშობაო სუფრით უმასპინძლდებოდნენ, ხოლო ბავშვებს ტკბილეულით.

ცოცხალი ვერტეპის მონაწილეები წინასწარ ამზადებენ თავიანთ წარმოდგენებს და ანაწილებენ როლებს. ვერტეპის შემადგენლობაში აუცილებლად შედიან: ვარსკვლავთმრიცხველი, ანგელოზი, მწყემსები, სამი მეფე, ებრაელი, ჰეროდე, ეშმაკი, სიკვდილი, კაზაკი, პრინცესა, და ა.შ. შეიძლება იყვნენ სხვა მონაწილეებიც, რომლებიც სცენარის მიხედვით არიან საჭირო. შეზღუდვები ვერტეპის მონაწილეთა რაოდენობაში ჩვეულებრივ არ არის.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ YouTube გვერდზე ამ ტაძარში ჩატარებული წარმოდგენებისა და ვერტეპის სხვა ვიდეოებიც გვხვდება, მათ შორის, უახლესი 2024 წლის 25 და 26 დეკემბრით თარიღდება.

ამგვარად, გავრცელებულ ვიდეოში უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარში დადგმული ტრადიციული საშობაო წარმოდგენაა ნაჩვენები და არა ეშმაკის ფორმაში ჩაცმული ადამიანის ქადაგება.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
აგვ 05, 2025
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
დეზინფორმაცია: ვაქცინირებული ადამიანების სისხლი სახიფათოა და ტრანსფუზიისთვის არ გამოიყენება
სექ 02, 2024
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
ნოე 26, 2024
მარკო რუბიოს არ უთქვამს, რომ აშშ NATO-ს  დატოვებას გეგმავს
მარკო რუბიოს არ უთქვამს, რომ აშშ NATO-ს დატოვებას გეგმავს
დეკ 28, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.