Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

მარტს 6, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც გერმანელი დიპლომატის, 2022-2025 წლებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) თავმჯდომარის – კრისტოფ ჰიუსგენის, ტირილის კადრებია აღბეჭდილი. პოსტის ავტორის მტკიცებით, აღნიშნული ემოცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლას მოჰყვა: „მიუნჰენის კონფერენციის ატირებული მასპინძელი, ვენსის გამოსვლის შემდეგ. გაბრაზება, განაწყენება, ფუფლის ბრახუნი, ყველაფერი გამიგია, მაგრამ ატირება?!“. სინამდვილეში, კონფერენციის თავმჯდომარის ემოციები არა ვიცე-პრეზიდენტის სიტყვას, არამედ გამოსამშვიდობებელ გამოსვლას უკავშირდებოდა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლა 14 თებერვალს ჰქონდა, ხოლო კონფერენციის თავმჯდომარის ემოციური კადრები 16 თებერვლის გამოსვლიდან გავრცელდა. ვიდეოში სრულად არ ჩანს, თუ რაზე საუბრობს თავმჯდომარე ემოციურ მომენტამდე. რეალურად, კრისტოფ ჰიუსგენმა კონფერენციის დასასრულს, როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

ჰიუსგენის გამოსვლა წარმოადგენდა კონფერენციის შემაჯამებელ გამოსვლას, რომელშიც თავმჯდომარემ კონფერენციის მიმდინარეობისას განხილული საკითხები მიმოიხილა. მათ შორის, იგი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სიტყვებს გამოეხმაურა 01:00 წუთზე; ასევე მაგალითისთვის, თავმჯდომარემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა დემოკრატიის დაცვის მიზნით თავგანწირულობისთვის, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ზელენსკის (01:25) და სხვა. სწორედ ამის შემდეგ, სიტყვის დასასრულს, 05:42 წუთზე ჰქონდა ადგილი მის ემოციურ მიმართვას, რომელიც გამომშვიდობებამ გამოიწვია და სწორედ ეს კადრები გავრცელდა კონტექსტის გარეშე.

თავდაპირველად, მტკიცება, რომ კრისტოფ ჰიუსგენმა ჯეი დი ვენსის გამოსვლის გამო იტირა, X-ზე გავრცელდა. აღნიშნულ მტკიცებას თან  რედაქტირებული ვიდეო ერთოდა, რომელშიც თავმჯდომარის შენიშვნებს ვენსის გამოსვლის შესახებ პირდაპირ ებმის მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვები და ცრემლები. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Lead Stories გადაამოწმა.

Lead Stories დაუკავშირდა კრისტოფ ჰიუსგენს, რომელმაც განაცხადა: „ჩემზე ემოციურად იმოქმედა იმ თბილმა დამშვიდობებამ, რომელიც MSC-ის მთელი გუნდისა და ამდენი მეგობრისგან მივიღე ჩემი MSC-ის თავმჯდომარეობის დასასრულს. ჩემი ვადის დასასრულს სცენაზე გამოსვლა ძალიან ემოციური მომენტი იყო. ინტერნეტში უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო და ეს სცენა. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მექანიზმები“.

დამატებით, 2025 წლის 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური X-ანგარიში გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას: „ჩვენს ყოფილ თავმჯდომარეს კრისტოფ ჰიუსგენს “იმედგაცრუებისგან” არ უტირია. ეს იყო მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რამდენადაც ამ წლის კონფერენციის შემდეგ მან MSC დატოვა. ის სწორედ ამ წუთებში ემშვიდობებოდა გუნდს. გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტი რედაქტირებულია. სრული დახურვის ცერემონია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სოციალურ სივრცეში თავმჯდომარის ტირილის ავთენტური ვიდეო გავრცელდა, მასზე დართული მტკიცება, თითქოს მისი ცრემლები ჯეი დი ვენსის გამოსვლას უკავშირდებოდა, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

ბაქარ ჩიტაია: ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი.
ბაქარ ჩიტაია: ბათუმის საჩოგბურთო კორტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარზე მეტი.
ივნ 21, 2024
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გავრცელდა
თებ 18, 2026
სოციალურ ქსელში „მთავარის“ ლოგოთი ყალბი საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „მთავარის“ ლოგოთი ყალბი საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
დეკ 03, 2025
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2025
აშშ-ის არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
აშშ-ის არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
ნოე 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.