Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

სექტემბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · სამართალი, პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელისო კილაძის ადვოკატის ვიდეო, რომელშიც ის ელისო კილაძის საქმის გარემოებებზე საუბრობს, გარემოებათა იმ ნაწილზე, რომელზე საუბარიც, ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილის პირობებში საუბარი შეუძლია (არქივირებული ბმული). ვიდეოში ვალერი გელბახიანი ამბობს: "თვითონ ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელები, ყველა დაიკითხა ერთის გარდა, ამბობენ, რომ ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც ჩვენი, ასე ვთქვათ, შემოსავლის ნაწილს დივიდენდის სახით არ ღებულობდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5 500 დოლარს.”  

 

ვიდეოში ნაჩვენებია ელისო კილაძის ადვოკატის ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემული ინტერვიუდან (არქივი)ნაწყვეტი, რომელიც ეთერში 2026 წლის 22 სექტემბერს გავიდა. გადაცემის სრულ ვიდეოში (მე-9 წუთიდან) ჩანს, რომ ადვოკატი მართლაც ახსენებს ელისო კილაძისთვის ჟურნალისტური მხარდაჭერის სანაცვლოდ გადახდილ თანხებს. თუმცა სრული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ აღნიშნული ფრაზით ადვოკატი პროკურატურისთვის სხვა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს აციტირებს და მოცემულ ინტერვიუში ის თავისი, როგორც ადვოკატის, ან მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას არ აზიარებს.

ის განმარტავს, რომ მოწმეთა ან/და ბრალდებულთა ჩვენებები, გამამყარებელი მტკიცებულებების გარეშე, ბრალის დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება. ის იხსენებს სხვა ბრალდებულთა ჩვენებებიდან სხვა ნაწილებსაც. მისი თქმით, იგივე ბრალდებულები ხელს ათეულობით სხვა ადამიანს ადებენ, რომელთა ნაწილი დღესაც თანამდებობას იკავებს. მოცემული შედარებით ადვოკატი ცდილობს აჩვენოს, რომ თუ მხოლოდ ეს ჩვენება იქნებოდა საკმარისი, მაშინ დანარჩენი ადამიანებიც უნდა დაეკავებინათ და გამოეკითხათ, რაც, მისი თქმით, ელისო კილაძის საქმის ფარგლებში არ მომხდარა.

ინტერვიუში ადვოკატი განმარტავს, რომ ეს ქოლ-ცენტრების მფლობელებმა განაცხადეს თავიანთ ჩვენებაში და ამატებს, რომ მათ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები სწორიც რომ იყოს - ანუ ელისო კილაძეს ცოდნოდა, რომ ისინი ქოლ-ცენტრების მფლობელები იყვნენ და ელისო კილაძეს მართლაც აეღო თანხა მათგან “ჟურნალისტური მხარდაჭერის” სანაცვლოდ, მაშინ კვალიფიკაცია, რომლითაც ელისო კილაძეს ბრალი წარედგინა, მაინც არასწორი იქნებოდა, ვინაიდან ეს უკვე არა თაღლითობა, არამედ, მაგალითად, შეიძლება დანაშაულის შეუტყობინებლობა ყოფილიყო.

ამრიგად, სრული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ ადვოკატი სხვა პირების მიერ მიცემულ ჩვენებებს ციტირებს და მათ სანდოობასა და საკმარისობას ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატი გამოკვეთს მათ ჩვენებებსა და პროკურატურის ქმედებებში, მისი აზრით, არსებულ შეუსაბამობებს. ასევე განმარტავს, რატომ არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი აზრით, წარდგენილ ბრალში უდანაშაულო.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მცდარად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ადვოკატი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელების ნათქვამს ადასტურებს ან მინიმუმ, არ ეწინააღმდეგება. ამდენად, მსგავსი ჭრა ადვოკატის ნათქვამის შინაარსს მნიშვნელოვნად ცვლის და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ანა წითლიძის ფრაზა შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ანა წითლიძის ფრაზა შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება
სექ 24, 2026
დეზინფორმაცია: Adidas რუსეთში ოფიციალურად ბრუნდება
დეზინფორმაცია: Adidas რუსეთში ოფიციალურად ბრუნდება
ივნ 04, 2025
კადრი, რომელშიც „Al Jazeera“-ს  ეთერში ვირთხა ჩანს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული
კადრი, რომელშიც „Al Jazeera“-ს ეთერში ვირთხა ჩანს, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული
ოქტ 16, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.