Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ადვოკატის ციტატა შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

სექტემბერს 29, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Law, Politics
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელისო კილაძის ადვოკატის ვიდეო, რომელშიც ის ელისო კილაძის საქმის გარემოებებზე საუბრობს, გარემოებათა იმ ნაწილზე, რომელზე საუბარიც, ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილის პირობებში საუბარი შეუძლია (არქივირებული ბმული). ვიდეოში ვალერი გელბახიანი ამბობს: "თვითონ ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელები, ყველა დაიკითხა ერთის გარდა, ამბობენ, რომ ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც ჩვენი, ასე ვთქვათ, შემოსავლის ნაწილს დივიდენდის სახით არ ღებულობდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5 500 დოლარს.”  

 

ვიდეოში ნაჩვენებია ელისო კილაძის ადვოკატის ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემული ინტერვიუდან (არქივი)ნაწყვეტი, რომელიც ეთერში 2026 წლის 22 სექტემბერს გავიდა. გადაცემის სრულ ვიდეოში (მე-9 წუთიდან) ჩანს, რომ ადვოკატი მართლაც ახსენებს ელისო კილაძისთვის ჟურნალისტური მხარდაჭერის სანაცვლოდ გადახდილ თანხებს. თუმცა სრული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ აღნიშნული ფრაზით ადვოკატი პროკურატურისთვის სხვა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებებს აციტირებს და მოცემულ ინტერვიუში ის თავისი, როგორც ადვოკატის, ან მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას არ აზიარებს.

ის განმარტავს, რომ მოწმეთა ან/და ბრალდებულთა ჩვენებები, გამამყარებელი მტკიცებულებების გარეშე, ბრალის დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება. ის იხსენებს სხვა ბრალდებულთა ჩვენებებიდან სხვა ნაწილებსაც. მისი თქმით, იგივე ბრალდებულები ხელს ათეულობით სხვა ადამიანს ადებენ, რომელთა ნაწილი დღესაც თანამდებობას იკავებს. მოცემული შედარებით ადვოკატი ცდილობს აჩვენოს, რომ თუ მხოლოდ ეს ჩვენება იქნებოდა საკმარისი, მაშინ დანარჩენი ადამიანებიც უნდა დაეკავებინათ და გამოეკითხათ, რაც, მისი თქმით, ელისო კილაძის საქმის ფარგლებში არ მომხდარა.

ინტერვიუში ადვოკატი განმარტავს, რომ ეს ქოლ-ცენტრების მფლობელებმა განაცხადეს თავიანთ ჩვენებაში და ამატებს, რომ მათ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები სწორიც რომ იყოს - ანუ ელისო კილაძეს ცოდნოდა, რომ ისინი ქოლ-ცენტრების მფლობელები იყვნენ და ელისო კილაძეს მართლაც აეღო თანხა მათგან “ჟურნალისტური მხარდაჭერის” სანაცვლოდ, მაშინ კვალიფიკაცია, რომლითაც ელისო კილაძეს ბრალი წარედგინა, მაინც არასწორი იქნებოდა, ვინაიდან ეს უკვე არა თაღლითობა, არამედ, მაგალითად, შეიძლება დანაშაულის შეუტყობინებლობა ყოფილიყო.

ამრიგად, სრული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ ადვოკატი სხვა პირების მიერ მიცემულ ჩვენებებს ციტირებს და მათ სანდოობასა და საკმარისობას ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატი გამოკვეთს მათ ჩვენებებსა და პროკურატურის ქმედებებში, მისი აზრით, არსებულ შეუსაბამობებს. ასევე განმარტავს, რატომ არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მისი აზრით, წარდგენილ ბრალში უდანაშაულო.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ მცდარად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ადვოკატი ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელების ნათქვამს ადასტურებს ან მინიმუმ, არ ეწინააღმდეგება. ამდენად, მსგავსი ჭრა ადვოკატის ნათქვამის შინაარსს მნიშვნელოვნად ცვლის და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.