Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 27, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, კარლ ლაუტერბახი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი, ჩანან. რამდენიმე წამში კადრი იცვლება და ჩანს, რომ კარლ ლაუტერბახი და რობერტ ჰაბეკი ერთმანეთს კოცნიან. რეალურად, ვიდეო ნამდვილი არ არის. ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული (არქივირებული ბმული).

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით დგინდება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ფოტოსურათი კარლ ლაუტერბახის X-ის გვერდზე 2021 წლის 7 დეკემბერს არის გამოქვეყნებული.

ამავე ინსტრუმენტის საშუალებით იძებნება X-ზე კარლ ლაუტერბახის სატირული ანგარიშის მიერ 2024 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის ქართულ სივრცეში გავრცელდა. რეალურად, X-ის ანგარიშს, რომელმაც აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად გამოაქვეყნა, სახელის გასწვრივ უწერია, რომ ის სატირული შინაარსის ანგარიშია. თუმცა ქართულმა სოციალური ქსელის ანგარიშებმა ვიდეო რეალობის ამსახველად გაავრცელეს და არ მიუთითეს, რომ ის სატირული მიზნებისთვის არის შექმნილი.

ასევე, საგულისხმოა, რომ ვიდეოში მამაკაცების მოძრაობა ძალიან არაბუნებრივია, რაც ეჭვს აჩენს, რომ ვიდეო რედაქტირებულია. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სატირული ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს წარწერა:  KLING AI 1.0. Kling AI ხელოვნური ინტელექტის პროგრამაა, სადაც სასურველი შინაარსის ვიდეოს გენერირებაა შესაძლებელი. სავარაუდოდ, სწორედ კარლ ლაუტერბახის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ფოტო იქნა გამოყენებული აღნიშნული ვიდეოს შესაქმნელად.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ყალბია და ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივნ 17, 2025
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
დეკ 13, 2024
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
მარ 18, 2026
სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 09, 2025
სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
ივლ 28, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.