Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში აღწერილია, როგორ შეუძლია აშშ-ს ამინდის კონტროლი

დეზინფორმაცია: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში აღწერილია, როგორ შეუძლია აშშ-ს ამინდის კონტროლი

ოქტომბერს 11, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

ამინდის მანიპულირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია GeoFacts-ს წარსულშიც გადაუმოწმებია, ავრცელებს კიდევ ერთ მტკიცებას. პოსტის (დაარქივებული ბმული) მიხედვითაც, 1996 წელს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ამინდის კონტროლი და მისი იარაღად გამოყენება. დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც პოსტის ავტორი ასკვნის, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამინდს აკონტროლებს და იარაღად იყენებს, რეალურად,  უნივერსიტეტის კვლევით ნაშრომს წარმოადგენს, რომელიც ფიქციურ სიტუაციებს აღწერს.

მტკიცება უკავშირდება 1996 წლის საჰაერო უნივერსიტეტის კვლევით ნაშრომს სახელწოდებით ამინდი, როგორც გამაძლიერებელი: ამინდის ფლობა 2025 წელს“ („Weather as a Force Multiplier: Owning the Weather in 2025”). ნაშრომში, რომელიც ათეულობით წლის წინ შეიქმნა, აღნიშნულია, რომ კვლევა შეიცავს გამოგონილ სიტუაციებს/სცენარს მომავლის შესახებ და მასში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს აშშ-ის საჰაერო ძალების (US Air Force) პოლიტიკას და/ან პოზიციას.

მსგავსი მტკიცება უცხოენოვან პლატფორმებზეც გავრცელდა და ინფორმაცია უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს, მათ შორის ამერიკულმა Leadstories. ორგანიზაცია Leadstories აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს დაუკავშირდა. გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მათ აღნიშნეს, რომ დოკუმენტი სტუდენტის კვლევით ნაშრომს ასახავს და არა საჰაერო ძალების პოლიტიკას. ამრიგად, აღნიშნული მტკიცება ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
ივლ 18, 2024
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 25, 2025
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 05, 2025
ირაკლი კობახიძე:  საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე  კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ირაკლი კობახიძე: საქართველოში სიღარიბე შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2012 წლიდან დღემდე კი 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე
ივნ 30, 2024
სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის სარეკლამო პოსტერი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის სარეკლამო პოსტერი მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.