Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის მიხედვით, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "ფორმულაში" გაჩენილმა ხანძარმა ისე შეაშინა, რომ თანამშრომლები ოფისში დატოვა და თავად გაიქცა.

მიშა მშვილდაძის შესაბამისი კომენტარის სრული ვერსიის გაცნობა გვიჩვენებს, რომ მას განცხადება მსგავსი ფორმით არ გაუკეთებია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გვერდმა "განულებული ოპოზიცია" გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მტკიცებითაც ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ, განაცხადა "ხანძარმა ისე შემაშინა, თანამშრომლები ოფისში დავტოვე და მე გავიქეციო" (დაარქივებული ბმული). პოსტს თან ერთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საილუსტრაციო ფოტო.

2026 წლის 4 ნოემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ტელევიზიას მაუწყებლობის შეყვეტა მოუწია და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის მათი ევაკუაციაც გახდა საჭირო. იმავე საღამოს ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორმა მიშა მშვილდაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში" ისაუბრა განვითარებული მოვლენების შესახებ. გადაცემის ბოლოს გვხვდება მშვილდაძის ის სიტყვები, რომლებიც სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციის საფუძველი გახდა.

მშვილდაძემ თქვა (ვიდეოში 2:45:30-ზე): "ძალიან ბევრი პრობლემა გავიარეთ და გავდივართ. ეს არის კიდე რაღაცა ახალი და მოულოდნელი, რისთვისაც მზად, მე ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი იმიტომ, რომ ქვევით ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ზევით ხალხი არიან. მაგას არ ვიცი, ძაან დიდხანს ეყოფა ჩემს სინდისს ჩემს საქენჯნად ეგ ამბავი, მაგრამ ნუ, თავს იმით გავიმართლებ რომ ძალიან მოულონდელი იყო და ძალიან დამაბნეველი და თან ეს ბოლი." ამის შემდგომ მშვილდაძეს თანამშრომელი ჩაეჭრა და უთხრა: "იმიტომ რომ იცოდი, რომ ევაკუაცია გამოცხადდა", რაც მშვილდაძემ დაადასტურა და მიუთითა, რომ მისი ინფორმაციით ყველა უკვე ქვემოთ იყო ჩასული ან ჩადიოდა.

შესაბამისად, კონტექსტიდან ცხადია, რომ მშვილდაძემ ევაკუაციის პროცესში სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა შენობა და მისი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ტოვებდა ყველა შენობას, თუმცა ქვემოთ ჩასულმა აღმოაჩინა, რომ შენობაში ხალხი კიდევ იყო დარჩენილი. სწორედ ამის გამო თქვა მან, რომ მას ამის გამო სინდისი კიდევ დიდი ხანი შეაწუხებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მოულოდნელობისა და დაბნეულობის გამო არ გადაამოწმა სწორი იყო თუ არა მისი წარმოდგენა, რომ შენობა ევაკუაციის დროს მასთან ერთად ყველა მისმა თანამშრომელმა დატოვა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
თებ 25, 2025
დეზინფორმაცია: კენტუკის შტატში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც კამალა ჰარისი უკვე წინასწარ არის მონიშნული
დეზინფორმაცია: კენტუკის შტატში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც კამალა ჰარისი უკვე წინასწარ არის მონიშნული
ნოე 05, 2024
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
ნოე 15, 2024
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია
მარ 05, 2025
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.