Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია

დეზინფორმაცია: „ობამას გუნდმა“ ზელენსკის ტრამპთან შეთანხმებაზე უარის თქმა ურჩია

მარტს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი

სოციალურ ქსელში გია აბაშიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „დიფ სთეითის“ ამერიკელმა აქტორებმა, „ობამას გუნდმა, მათ შორის ენტონი ბლინკენმა, ვიქტორია ნულანდმა, სიუზან რაისმა და ალექსანდრე ვინდმანმა ზელენსკის ურჩია, რომ უარი ეთქვა ტრამპის შეთანხმებაზე ლოგანის აქტის დარღვევით“. Facebook-პოსტზე თანდართულია პლატფორმა X-ის პოსტის ფოტოანაბეჭდი, რომელსაც გია აბაშიძე ეყრდნობა და რომელიც პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანს, რიჩარდ გრენელს აქვს გადაზიარებული. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გავრცელდა მტკიცება, თავად პირველწყარომ შეაფასა სპეკულაციად. მტკიცებას ასევე არ ახლავს წყარო ან რაიმე, რაც გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა. ფოტოანაბეჭდს პლატფორმა X-დან, რომლის მიხედვითაც

მტკიცების პირველწყაროს წარმოადგენს X-ის ანგარიში @KeenanPeachy. დასახელებულმა ანგარიშმა 28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უკრაინის პრეზიდენტის საერთო პრესკონფერენციის შემდეგ დაწერა: „ბლინკენმა, რაისმა, ნულანდმა და ვინდმანმა  ზელენსკის ვაშინგტონისკენ ფრენისას დაურეკეს და ურჩიეს, რომ „მტკიცედ იდგეს“, „იყოს მკაცრი“ და „არ მისცეს უფლება ტრამპს დააშინოს“. როგორც ჩანს,  საპირისპირო შედეგი მიიღო“. რამდენიმე წუთში, ავტორმა თავისივე გავრცელებულ ინფორმაციას უწოდა სპეკულაცია და პოსტს შემდეგი წარწერა დაურთო: „ვსპეკულირებ, მაგრამ აშკარად მართალი ვარ. ალბათ, ობამაც ჩართულია“ (I am speculating, but obviously I’m correct. Obama probably on too).  მოგვიანებით კი, ერთ-ერთი კომენტარის პასუხად, რომელიც აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია გამოგონილია, ის პასუხობს: „ამას ტვიტინგი ეწოდება, ედ“ (It’s called tweeting, Ed.), რაც ცხადყოფს, რომ ინფორმაცია რეალური მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება.

ბრალდებას უარყოფს სიუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი. მისი პოსტის მიხედვით, მას არათუ რჩევა არ მიუცია ზელენსკისთვის, არასდროს უსაუბრია მასთან – „ცნობისთვის, მე არასოდეს შევხვედრივარ ზელენსკის და არც მილაპარაკია მასთან. არასდროს. ან რჩევა მიმიცია მისთვის ან მისი გარემოცვისთვის“.

იმ ფაქტს, რომ მტკიცებას არ ახლავს არანაირი წყარო ან სამხილი, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას რაიმე სახით დაადასტურებდა, აღნიშნავს BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადე. მსგავსი ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების მიერ მართლაც არ გავრცელებულა და მხოლოდ X-ის პლატფორმაზე, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ანგარიშების მიერ მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება.

ყველა პოსტის ნახვა

უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ
უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს უკრაინელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად ჩაფხუტების ტარებას არ აიძულებდნენ
მარ 11, 2026
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ტყუილია, რომ ელექტრონულ არჩევნებში ხმის ფარულობა დაცული არ არის
ოქტ 18, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2025
თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანება - ივანე ჯავახიშვილის ოცნება თუ გამოგონილი ციტატა?
თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანება - ივანე ჯავახიშვილის ოცნება თუ გამოგონილი ციტატა?
მარ 11, 2026
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.