Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უსახლკარო ადამიანებით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უსახლკარო ადამიანებით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს არ ასახავს

ივნისს 12, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერის მტკიცებით, ის გაერთიანებული სამეფოს დედაქალქ ლონდონის ერთ-ერთ უბანს ასახავს.
ვიდეოს ანალიზი და ღია წყაროებში ძიება გვიჩვენებს, რომ ვიდეო აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიას ასახავს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ასახავს უბანს, სადაც ბევრი უსახლკარო ადამიანია რთულ საცხოვრებელ პირობებში და ასევე სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ან სხვა ტიპის თრობის ქვეშ (დაარქივებული ბმული). ვიდეოს გამავრცელებლის მიერ გამოყენებული ჰეშთეგები ამტკიცებს, რომ ვიდეო ასახავს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის „კინსინგტონის“ უბანს (kinsington).

ლონდონში არ არსებობს უბანი სახელად კინსინგტონი. ეს, სავარაუდოდ, სახელის არასწორად გაგების შედეგია, რაც შესაძლოა მომდინარეობდეს ლონდონის მდიდარი უბნის, კენსინგტონის (Kensington) რუსული წარმოთქმიდან. ვიდეოს გამავრცელებელს შესაძლოა რუსულენოვან წყაროში ენახა მტკიცება, თითქოს ეს ლონდონის კენსინგტონის უბანია.

კადრების დათვალიერება აჩენს ეჭვს, რომ ვიდეო საერთოდ არ ასახავს ლონდონს. ქალაქის ზოგადი არქიტექტურა, ქუჩის ნიშნები ძირითადად აშშ-ის სტილისაა, ისევე როგორც ზოგიერთი მცირე დეტალი, როგორიცაა ერთ-ერთი უსახლკარო ადამიანის მაისური Mountain Dew-ს წარწერით. Mountain Dew პოპულარული ამერიკული უალკოჰოლო სასმელია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს მიღმა ფართოდ ნაკლებადაა გავრცელებული.

ღია წყაროებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე და უსახლკარობის პრობლემის მქონე „კენსინგტონის“ სახელწოდების უბნების ძიებას პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიამდე მივყავართ, სადაც ნამდვილად არსებობს ამავე სახელწოდების უბანი, რომელიც უსახლკარობის სერიოზულ პრობლემას განიცდის. ამ უბნის Google Street View-ს ფოტოებისა და YouTube-ზე არსებული ვიდეოების დათვალიერება აჩვენებს, რომ ისინი ბევრად უფრო შეესაბამება ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ასახულ ადგილებს.

ვიდეოკადრებიდან განსაკუთრებით სახასიათოა ერთ-ერთი კედლის მხატვრობა. ღია წყაროებში მისი ძიებისას მივაკვლიეთ სააგენტო Getty Images-ის საავტორო უფლებებით დაცულ ფოტოს, რომელიც, ფოტოს დეტალური აღწერის მიხედვით, გადაღებულია ფილადელფიაში, კენსინგტონის გამზირის (Kensington Avenue) მახლობლად. ეს დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეო ასახავს ფილადელფიას ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატში და არა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონს.


ყველა პოსტის ნახვა

ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ივნ 21, 2024
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
ოქტ 11, 2024
მცდარია, თითქოს ეუთო/ოდირის წინასწარმა ანგარიშმა არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული და საბოლოო ანგარიშმა აღნიშნული დაადასტურა
მცდარია, თითქოს ეუთო/ოდირის წინასწარმა ანგარიშმა არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული და საბოლოო ანგარიშმა აღნიშნული დაადასტურა
დეკ 30, 2024
დეზინფორმაცია: ქალაქ გორში სტალინის ძეგლი ბრუნდება
დეზინფორმაცია: ქალაქ გორში სტალინის ძეგლი ბრუნდება
დეკ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.