Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გაეროსა და ბრიტანეთის ბუნებრივ კაპიტალთან დაკავშირებული ინიციატივების შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაეროსა და ბრიტანეთის ბუნებრივ კაპიტალთან დაკავშირებული ინიციატივების შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ნოემბერს 24, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · კლიმატის ცვლილება
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის მტკიცებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ინიციატივები ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების კაპიტალად გარდაქმნას და გაყიდვას.

ე.წ. "ბუნებრივი კაპიტალის" საკითხის ღია წყაროებით შესწავლა გვიჩვენებს, რომ საუბარია არა ბუნებრივი რესურსების საექსპლუატაციო კაპიტალად გამოცხადებაზე, არამედ მათ გათანაბრებაზე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასთან, რაც მათ შენარჩუნებას გულისხმობს.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ავტორი გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბუნებრივ კაპიტალთან დაკავშირებულ ინიციატივებზე საუბრობს (დაარქივებული ბმული).

როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე გაეროს ინიციატივების განხილვისას ხაზი გასმულია ბუნების აქტივად ან პროდუქტად გამოყენებაზე, რაც მიანიშნებს მის ეკონომიკურ ექსპლუატაციაზე და უარყოფით კონოტაციას ატარებს. პოსტი ტექსტთან ერთად მოიცავს გაეროს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლას გაეროს ერთ-ერთ კონფერენციაზე.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოსტზე თანდართული ვიდეო არ უკავშირდება ბუნებრივი კაპიტალის საკითხს. ვიდეოში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, კლიმატის ცვლილებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მიმართვა 2024 წლის 5 იანვრით თარიღდება და მსოფლიო გარემოს დღეს უკავშირდება. მიმართვის სრულ ტექსტში, რომელიც ბევრად უფრო ხანგრძლივია ვიდრე ის მონაკვეთი, რომელიც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა, არსადაა ნახსენები ბუნებრივი კაპიტალი.

რაც შეეხება პოსტში განხილულ ინიციატივებს, გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, სავარაუდოდ, საუბარია დამოუკიდებელ ანგარიშზე (არქივი), რომელიც გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო პორტალზე 2026 წლის 6 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიში დასათაურებულია შემდეგნაირად: "გაერთიანებული სამეფოს ბუნებრივი კაპიტალი და ეკოსისტემის სერვისები: გზა მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებისკენ".

ანგარიში საკმაოდ ვრცელი და ზოგიერთ ნაწილში ტექნიკური და აბსტრაქტულია, თუმცა მისი რელევანტური ნაწილები მიუთითებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბუნებრივ კაპიტალში ინვესტიციების მოზიდვას განიხილავს გარემოსთვის წარსულში მიყენებული ზიანის გამოსწორების გზად და არა როგორც წარსულში გავრცელებული ექსპლუატაციის გაგრძელებას უფრო სტრუქტურირებული ფორმით. ამას ადასტურებს ანგარიშში არაერთხელ აღნიშნული ის ფაქტი, რომ ინვესტორები და სხვა ფინანსური მოთამაშეები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ბუნებრივ კაპიტალს, როგორც ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, რომლის გარეშეც ნებისმიერი სახის ეკონომიკური აქტივობის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადმოსახედიდან, ინვესტორებისავე ინტერესებშია გარემოს გაჯანსაღებასა და აღდეგნაში ფულის ჩადება, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალი ფინანსური ინვესტიციების მოსაზიდად.

ღია წყაროებში არ იძებნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "ახალი" ინიციატივა, რომელიც დასათაურებულია, როგორც "ბუნებრივი კაპიტალი". ამის ნაცვლად, ძიება გვიჩვენებს 2012 წლის "ბუნებრივი კაპიტალის დეკლარაციას" და 2021 წლის წლის ჩარჩოს ბუნებრივი კაპიტალის ეკონომიკურ ანგარიშგებაში ინტეგრირებისთვის (არქივი 1; 2).

ორივე შემთხვევაში, საუბარია ბუნებრივი კაპიტალის ღირებულების ეკონომიკურ საქმიანობაში უკეთ გათვალისწინებაზე, რაც გულისხმობს მისი მნიშვნელობის აღქმას არსებული და მომავალი ეკონომიკური აქტივობისთვის. 2021 წლის ჩარჩო ხაზს უსვამს, რომ ეკოსისტემები წარმოადგენენ აქტივებს, რომელთა შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. არსადაა ნახსენები ბუნებრივი რესურსების "ბანკებისა და კორპორაციებისთვის მზა საინვესტიციო პროდუქტების სახით" მიყიდვა.

ყველა პოსტის ნახვა

თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
ივნ 21, 2024
უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
მაი 11, 2026
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც „ჯგუფელები“ ელენე ხოშტარიას მიმართავენ?
იან 24, 2025
გაეროს  მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
იან 27, 2025
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტოიოტას“ სახელით თაღლითური შინაარსის პოსტი ვრცელდება
იან 19, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.