Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
პოლიტიკოს გია ჯაფარიძის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება

პოლიტიკოს გია ჯაფარიძის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, ის ასახავს გია ჯაფარიძის რეაქციას ხელისუფლების დამხობის მცდელობის მომდევნო დღეს.

ვიდეოს სრული კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ჯაფარიძის ემოციები 2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას უკავშირდება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოლიტიკოს გია ჯაფარიძის ვიდეო, სადაც მას ტელეკომპანია პირველის გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია მიმართავს და ეკითხება "ცრემლები მოგდით? გეტირებათ?" რის შემდეგაც კადრში ჩანს სავარაუდოდ მართლაც თვალზე ცრემლებ მომდგარი გია ჯაფარიძე (დაარქივებული ბმული). ვიდეოს გამავრცელებელი აღწერაში წერს: "28 ნოემბერს დაგვიანონსეს დამხობა.. 29 ნოემბერი:" რითაც ირიბად მიუთითებს, რომ ჯაფარიძის ცრემლები ე.წ. "დამხობის" წარუმატებელი მცდელობით არის გამოწვეული.

გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთი ამოღებულია ტელეკომპანია პირველის ეთერში 2022 წლის 23 ივნისს გასული გადაცემა "რეაქციიდან" (ვიდეოში 38:50-ზე), სადაც განიხლვის მთავარი საგანი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო. ამის საპირწონედ ე.წ. ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა, უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ დღეს მიიღეს.

სწორედ ზემოთ აღწერილ კონტექსტში გაი ჯაფარიძე იხსენებდა საუბარს თავის შვილთან, რომელმაც ჰკითხა, როგორი იქნებოდა საქართველო რამდენიმე წლის შემდეგ და ღირდა თუ არა საქართველოში ცხოვრების გაგრძელება, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. აღნიშნულზე საუბრისას, გია ჯაფარიძემ საუბრის გაგრძელება დროებით აღარ ისურვა. ამ ყველაფრის შემდეგ, წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მიმართა ჯაფარიძეს: "ცრემლები მოგდით? გეტირებათ?" და აღნიშნა, რომ რთულია ამ საკითხებზე საუბარი.

ყველა პოსტის ნახვა

ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია
ისრაელს ჩინეთი “ანტისემიტურ სახელმწიფოდ” არ გამოუცხადებია
აპრ 29, 2026
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
ივნ 08, 2026
ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს
ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს
მარ 13, 2026
დეზინფორმაცია: ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, თაღლითურ სქემაში იყო ჩართული
დეზინფორმაცია: ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, თაღლითურ სქემაში იყო ჩართული
ოქტ 25, 2024
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
ოქტ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.