Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს

ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს

მარტს 13, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

Facebook-მომხმარებელმა Manuchar Mancho Mukutadze-მ, ირანის წინააღდმეგ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაციის პარალელურად, გამოაქვეყნა არაერთი ვიდეო, რომელიც, თითქოს, ირანის მიერ აშშ-ის, ისრაელის და რეგიონში მათი მოკავშირეების სამხედრო ძალების, ბაზების და ქალაქების დაბომბვას ასახავს. მათი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი ან წარსულ მოვლენებს ასახავს, რომელთაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან კავშირი არ აქვთ.


  1. ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ძლიერი ბომბი გამოიყენა

ერთ-ერთი ვიდეოს აღწერა, რომელიც ზემოაღნიშნულმა ანგარიშმა გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ "ისრაელი მიწასთან სწორდება. ირანმა ძლიერი მძლრავის ბომბი გამოიყენა ისრაელზე!" (სტილი დაცულია).

რეალურად, ვიდეო 2022 წლის 14 ნოემბერს არგენტინაში, ბუენოს აირესში, სპეგაცინის ინდუსტრიულ პარკში საღებავის ქარხნის აფეთქებას ასახავს.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ისმის ესპანური ენაც. ამავდროულად, აფეთქებისას არ ჩანს რაკეტა ან დრონი, რომელიც აფეთქებას გამოიწვევდა. ასევე არ ჩანს მეორადი აფეთქებები, რაც სარაკეტო დარტყმებს ახასიათებს. ზოგადად, სარაკეტო დარტყმებისას ჩანს ერთჯერადი აფეთქება, აღნიშნულ ვიდეოში კი აფეთქება დიდი ცეცხლის პარალელურად ხდება, რაც, სქელ, შავ კვამლთან ერთად, გადამამუშავებელ ქარხნებს ახასიათებთ.



  1. ირანმა კატარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

28 თებერვლის შემდეგ ირანმა კატარზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მართლაც მიიტანა. 3 მარტს კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის მიერ გაშვებული 101 ბალისტიკური რაკეტიდან 98, ხოლო 39-დან 24 დრონი ჩამოაგდო. ამავდროულად, კატარში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა ირანს წარმატებით ჯერ არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა რომ რას ლაფანში განთავსებული თხევადი გაზის ობიექტი ერთ-ერთი სამიზნე იყო.

ვიდეო, რომელსაც Manuchar Mancho Mukutadze ავრცელებს, არ ასახავს ბალისტიკური რაკეტებით ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ თავდასხმას. იმავე ვიდეოს Facebook-გვერდი neonews2020 კუვეიტში ირანის მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვას მიაწერს.

რეალურად, ვიდეო 2025 წლის აგვისტოში ისრაელის მიერ იემენის დედაქალაქ სანაზე თავდასხმებს ასახავს, რომელიც ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ განხორციელდა.




  1. ირანმა არაბეთის ზღვაში ნავთობ ტანკერი გაანადგურა

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული ტანკერი ჩანს. ვიდეოს გამავრცელებლის მიხედვით, აღნიშნული ტანკერი არაბეთის ზღვაში ირანმა გაანადგურა.

რეალურად, ვიდეოში ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩანს, რომელიც, ცნობების მიხედვით, ლიბიის სანაპიროდან გაშვებული უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა.



ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ქარიშხალ „ჰელენის“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ქარიშხალ „ჰელენის“ შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
ოქტ 11, 2024
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
მარ 16, 2026
მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა
მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯეფრი ეპსტინის დნმ-ს შეიცავდა
მაი 05, 2026
დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეკ 11, 2024
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება
აპრ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.