Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მეურვეობის უკანონო წართმევა თუ ბავშვის უფლებების დაცვა? სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

მეურვეობის უკანონო წართმევა თუ ბავშვის უფლებების დაცვა? სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 24, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

  • ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული მტკიცების მიხედვით, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში კათოლიკე ცოლ-ქმარს შვილი იმის გამო ჩამოერთვათ, რომ მათ თავიანთი შვილის ტრანსგენდერული იდენტობის აღიარებაზე უარი თქვეს.
  • საკითხის შესწავლა გვიჩვენებს, რომ მასაჩუსეტსის შტატის შესაბამისმა უწყებებმა არასრულწლოვნის გარიდების გადაწყვეტილება მასზე ფიზიკური ძალადობის ბრალდების შემდეგ მიიღეს. 

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომელიც წარმოადგენს The Washington Stand-ის სტატიის თარგმანს (დაარქივებული ბმული). პოსტში აღწერილია აშშ-ში მიმდინარე სამართლებრივი დაპირისპირება კათოლიკე ოჯახსა და მასაჩუსეტსის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რომელიც ეხება აღნიშნული ოჯახის მეურვეობას მათ შვილზე. პოსტის მტკიცებით, მშობლებს შვილი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მათ უარი თქვეს მისი ტრანსგენდერული იდენტობის აღიარებაზე.

გავრცელებული პოსტი საკმაოდ ვრცელია, რადგან წარმოადგენს ასევე საკმაოდ ვრცელი სტატიის თარგმანს. The Washington Stand-ი, რომლის სტატიაც აქვს გამოყენებული პოსტის ავტორს და რომლის ბმულსაც ის პოსტის კომენტარში უთითებს კიდეც, ამ მედიასაშუალებისვე აღწერით წარმოადგენს "„Family Research Council“-ის პლატფორმას, რომელიც ბიბლიურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ სიახლეებსა და კომენტარებს აქვეყნებს." Family Research Council (ოჯახის კვლევის საბჭო), საკუთარ თავს ახასიათებს როგორც "არაკომერციულ კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ეძღვნება საზოგადოებრივი ცხოვრების ოჯახზე ორიენტირებული ფილოსოფიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას."

ეს საკითხი ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ, მათ შორის ავტორიტეტული ამერიკული მედია ორგანიზაციების მიერაც. უნდა აღინიშნოს, რომ The Washington Stand-ის სტატიაში, რომლის თარგმანიც გავრცელდა ქართულ ფეისბუქ სივრცეში, ამბავი მხოლოდ ერთი მხრიდან, კუცკოების ოჯახის და მათი მხარდამჭერების მხრიდან არის გადმოცემული. სტატიაში გვხვდება კომენტარები სხვადასხვა კონსერვატიული ჯგუფებისგან და სპიკერებისგან, რომლებიც მასაჩუსესტსის შტატის სტრუქტურების ქმედებებს გმობენ და ოჯახს მხარდაჭერას აღუთქვამენ. არ გვხვდება კომენტარები თავად შტატის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისგან.

უფრო დაბალანსებულია ინფორმაცია, რომელსაც ამ თემაზე CBS News, Boston Herald და New York Post-ი გვაწვდიან. მათ სტატიებში, ოჯახის და მათი ადვოკატის პოზიციების გარდა ასევე გვხვდება საპირისპირო მხარის პოზიციაც. მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორის, მორა ჰილის (Maura Healey) კომენტარის მიხედვით, მისი შტატის ბავშვებისა და ოჯახების დეპარტამენტმა (Department of Children and Families) კუცკოების ოჯახს შვილი მას შემდეგ განარიდა, რაც მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო შვილზე ძალადობის ბრალდებით.

CBS News-ის მიხედვით, 2026 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ჯოზეფ კუცკოს სასამართლოს მიერ პრობაციის პერიოდი ჰქონდა განსაზღვრული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება დეკემბერში, თუ ის პრობაციის პირობებს არ დაარღვევს. Boston Herald-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, შვილმა, სოფი კუცკომ, მამა, ჯოზეფი დაადანაშაულა ცემაში, თმით თრევასა და მოკვლით დამუქრებაში.

მას შემდეგ რაც საკითხის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა, განვითარებულ მოვლენებში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაც. ამ ეტაპზე, სამართლებრივი დავა ოჯახსა და მასაჩუსეტსის შტატს შორის კვლავაც გრძელდება.

შესაბამისად, ქართულ მედიასივრცეში ინფორმაცია არასრული კონტექსტით ვრცელდება. არასრულწლოვნის ოჯახისგან წაყვანის გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს ძალადობის სავარაუდო ფაქტის გამოვლენის შემდეგ და არა მშობლების მხრიდან გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობის გამო.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა
სოციალურ ქსელში უკრაინის არმიის გაყალბებული მობილიზაციის პოსტერი გავრცელდა
თებ 19, 2026
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
ნოე 21, 2024
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
ივნ 08, 2026
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
ნოე 05, 2024
დეზინფორმაცია: ესპანეთმა BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა
დეზინფორმაცია: ესპანეთმა BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა
თებ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.