Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის სასაზღვრო სტრუქტურებმა ინტერპოლის ძებნის გამო დააკავეს

არ დასტურდება, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის სასაზღვრო სტრუქტურებმა ინტერპოლის ძებნის გამო დააკავეს

ოქტომბერს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებით, ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში ინტერპოლის ძებნის გამო დააკავეს.

ღია წყაროების, მათ შორის ინტერპოლის ბაზების ანალიზის შედეგად მტკიცება არ დასტურდება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ქართველი პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში იმის გამო დააკავეს, რომ ის ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი (დაარქივებული ბმული). პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ინტერპოლის მიერ ჯაფარიძის ძებნა ქართველი სამართალდამცავების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

2026 წლის 14 ოქტომბერს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის ერთ-ერთ აეროპორტში ბრიუსელის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად პოლიტიკურმა გაერთიანება ALDE-მ გაავრცელა, რომლის წევრიცაა ზურაბ ჯაფარიძის პარტია. რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, ჯაფარიძე გაათავისუფლეს და ის საქართველოში დაბრუნდა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ ჯაფარიძე ინტერპოლის მიერ არ იძებნება. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილ პირთა მონაცემები საჯაროდაა ხელმისაწვდომი მათ საიტზე, სადაც სხვადასხვა მონაცემების მიხედვით შესაძლებელია პირების ძიება. წითელი ცირკულარი "ჯაფარიძე" გვარის მქონე პირებზე ამ ეტაპისთვის ბაზაში არ იძებნება. წითელი ცირკულარი ინტერპოლის ცირკულარებიდან ერთადერთია, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის სიტუაციას შეიძლება მიესადაგებოდეს.

დამატებით უნდა ითქვას, რომ იმ სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, რომელიც ამ ეტაპზე ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგაა აღძრული, არ დაადასტურა, რომ პროკურატურამ თურქეთის პოლიციას მიმართა ზურაბ ჯაფარიძის შეჩერების ან დაკავების მოთხოვნით. მედიასთან საკითხის კომენტირებისას, პროკურორმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯაფარიძის გაჩერების სურვილი ექნებოდათ, ამას საქართველოს საზღვარზევე გააკეთებდნენ.

თავად ზურაბ ჯაფარიძემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მისთვის თურქეთის სტრუქტურებისგან გადაცემული განმარტებითი დოკუმენტის მიხედვით, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა აკრძალული აქვს 5 წლის ვადით. ჯაფარიძის თქმით, ეს ქართული სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა. მან სოციალურ ქსელში გადაცემული დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა (არქივი).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025
ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ნოე 05, 2025
ყალბია ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის უკან აშშ იდგა
ყალბია ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის უკან აშშ იდგა
ივლ 28, 2026
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ შექმნილი AI-ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ შექმნილი AI-ვიდეო ვრცელდება
ნოე 18, 2025
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
ივნ 29, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.