Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელებში სამსუნგის პრეზენტაციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელებში სამსუნგის პრეზენტაციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

აგვისტოს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (ბმული 1, ბმული 2), რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტის 2013 წლის მოდელის „გალაქსი ეს 4“ საქართველოში ჩამოტანის მარკეტინგული კამპანია ნამდვილი ახალი ამბის სახით არის მოცემული. პოსტის ავტორი ასეთ დაცვას პრეზიდენტის დაცვასთან აიგივებს. ვიდეოში პოსტის ავტორი ამბობს, რომ ამის შემდგომ „განვითარდა ქვეყანა, განვითარდა ხალხი და ჩვენ აღარ გვიკვირს ახალი ტელეფონის მოდელები“. ვიდეოს ბოლოს პოსტის ავტორი ამბობს: „ალბათ სპეციალურად გააკეთა ეს სააკაშვილმა, რომ ქვეყნის სასაცილო ვყოფილიტავით“, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ „საცოდავ“ ქართველებს ახალი ტელეფონი „უკვირთ“.

სინამდვილეში, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს დასაწყისი მოჭრილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ 2013 წლის 23 აპრილის სიუჟეტიდან (სრული სიუჟეტის ბმული იხილეთ აქ). სიუჟეტი, სინამდვილეში, არა საინფორმაციო, არამედ სარეკლამო ხასიათისაა. სრულ ვიდეოში მოცემულია „ალტას“(ტექნიკის მაღაზია) დირექტორის ირაკლი კაკაბაძისა და სანგ პილ ჩანის - Samsung-ის კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის კომენტარები, გათამაშება, რომელიც „ალტას“ საბურთალოს ოფისში გაიმართა და გათამაშების გამარჯვებულისა და ახალი მოდელის პირველი მფლობელის კომენტარი.

კიდევ ერთ ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ სიუჟეტში მოცემული ამბავი მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, ისაა, თუ როგორ გავრცელდა ინფორმაცია ფაქტის შესახებ სხვა მედიებშიც (ბმული 1; ბმული 2). მოცემული მედიები ფაქტს თითქმის იდენტურად ეხმაურებიან, ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით აღწერენ ახალი მოდელის ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, გამართულ გათამაშებას და იმეორებენ სარეკლამო სლოგანს „შენი ცხოვრების კომპანიონი“.

სარეკლამო კამპანია წარმოადგენდა გალაქსი S4-ის პრეზენტაციის გლობალური კამპანიის ერთგვარ გაგრძელებას. მოდელის „ტიზერ“ ვიდეო - ე.წ. ანონსი სამსუნგმა მსგავსი შინაარსის ირგვლივ ააწყო - 13 წლის ჯერემი მიდის საიდუმლო შეხვედრაზე ტექნოლოგიური გიგანტის ოფისში, სადაც მას „ცხოვრების ყველაზე დიდ“ დავალებას აძლევენ - ყუთს, რომელიც არ უნდა გაიხსნას და რომელშიც ახალი და „ტოპ საიდუმლო“ გამოგონებაა მოთავსებული. ბიჭს როლს-როისი და მძღოლი / პირადი დაცვა ემსახურება, პრეზენტაციამდე უფრთხილდება ამ „საიდუმლოს“ და შემდგომ ნიუ-იორკში, პირდაპირ სცენაზე შეაქვს. შესაბამისად, ცხადია, რომ „სამსუნგმა“ 2013 წლის ახალი მოდელის სარეკლამო კამპანია მისი, როგორც დიდი და საიდუმლო გამოგონების ირგვლივ ააწყო.

ამგვარად, სიუჟეტში მოცემული ამბავი არის არა საინფორმაციო შინაარსის, არამედ მარკეტინგული კამპანიის გაგრძელებაა. ეს მარტივად შესამჩნევია ვიდეოს სრული, არარედაქტირებული ვერსიის ყურებითაც. ამას ადასტურებს სხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც და ტელეფონის ახალი მოდელის ირგვლივ დაგეგმილ გლობალურ სარეკლამო კამპანიასთან შინაარსობრივი მსგავსებაც.


ყველა პოსტის ნახვა

მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია
მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია
თებ 18, 2026
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
მაი 27, 2026
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
დეკ 03, 2025
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ
სექ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.