Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მიხაილ როთის ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მიხაილ როთის ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აგვისტოს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, მიხაილ როთის ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კერძოდ, გავრცელებული მტკიცებების თანახმად, როთი „აზარტული თამაშების კომპანიის კონსულტანტი გახდა“ და "ყოფილი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა.“ (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული 1, 2, 3).

გავრცელებული ფორმულირებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მიხაილ როთი კერძო გემბლინგ-კომპანიაში დასაქმდა, ან უშუალოდ აზარტული თამაშების ბიზნესის მართვაში ჩაერთო.

რეალურად, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან მიხაილ კონსულტანციას გაუწევს გერმანიის ლოტოსა და ტოტოს ბლოკს (Deutscher Lotto- und Totoblock — DLTB). DLTB არის არა აზარტული თამაშების კომპანია, არამედ გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ლატარიის კომპანიების გაერთიანებაა. ამის შესახებ ინფორმაცია DLTB-ის ოფიციალურ გვერდზეც არის მითითებული (არქივი).

ამასთან, როთი DLTB-ის ხელმძღვანელი, ან თანამშრომელი არ გამხდარა. მან დააფუძნა საკუთარი საკონსულტაციო კომპანია “Freedomfighter GmbH,” რომელიც საერთაშორისო და ევროპულ საკითხებზე სტრატეგიული კონსულტაციების და კომუნიკაციის თემებზე მუშაობს. სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით გაუწევს როთი კონსულტაციას სახელმწიფო ლატარიების კომპანიას სახელმწიფო მონოპოლიასთან დაკავშირებულ ევროპული სამართლის საკითხებსა და აზარტული თამაშების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების დაგეგმილ განახლებაზე. აღნიშნული დეტალები როთმა მედიას თავად დაუდასტურა (არქივი).

აღსანიშნავია, რომ გერმანიის აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო სახელმწიფო ლატარიებს ცალკე კატეგორიად განიხილავს და მათ ონლაინ-კაზინოსგან, ვირტუალური სათამაშო ავტომატებისგან, პოკერისა და სპორტული ფსონებისგან განასხვავებს. მარეგულირებლის განმარტებით, (არქივი) DLTB-ის ლატარიები სახელმწიფო ლატარიებია, რომლებიც გერმანიის ფედერალური მიწების შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობით მოქმედებს.

ამდენად, მტკიცება, რომ როთი „აზარტული თამაშების კომპანიაში“ ან „აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა“, უგულებელყოფს იმ მნიშვნელოვან გარემოებას რომ როთი საკუთარი ფირმის სახელით 16 სახელმწიფო ლატარიის გაერთიანებას ევროპული სამართლისა და რეგულირების საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 18, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 23, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში ასახული აფრიკელი დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაციას ითხოვენ
დეზინფორმაცია: ვიდეოში ასახული აფრიკელი დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთიდან ინგლისელების დეპორტაციას ითხოვენ
მაი 09, 2025
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აპრ 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.