Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელებში ერლინგ ჰოლანის შესახებ მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ერლინგ ჰოლანის შესახებ მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება

ივლისს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც თითქოს ჩანს, როგორ ეშინია ერლინგ ჰოლანს სარკეში დანახული თავისივე გამოსახულების (არქივირებული ბმული).

მოცემული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა როგორც სოციალურ ქსელებში ქართულ ანგარიშებზე, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ვიდეოს ნამდვილობა რამდენიმე ფაქტების გადამმოწმებელმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ უკვე შეამოწმა (ბმული 1, ბმული 2)

ვიდეოს ორიგინალი ვერსია, AFP-ს ცნობით, ჩინურ სოციალურ ქსელში (Douyin – tiktok-ის მფლობელი კომპანიის ჩინურ ბაზარზე ტარგეტირებული აპლიკაცია) გავრცელდა. ვიდეოს ავტორი თავის ანგარიშზე ხშირად აქვეყნებს იუმორისტული შინაარსის მცირე კლიპებს. ვიდეოში ზუსტად იგივე გარემო ჩანს. სწორედ ეს იუმორისტული ვიდეო შემდგომში დაამუშავეს და აქციეს ერლინგ ჰოლანის ვირუსულ მიმ-ვიდეოდ.

ის რომ ვიდეო ყალბია სარკეში ჰოლანის ანარეკლზეც ჩანს. ფეხბურთელს მანჩესტერ სიტის შავი ფორმა აცვია, რომლის მხარზეც სპონსორის ლოგო უნდა იყოს გამოსახული. სპონსორი, რომლის ლოგოც შავი ფორმის მხარზეა დატანილი, არის კომპანია OKX - კრიპტოვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. მისი ლოგო სიტის მაისურზე ასე გამოიყურება.

ხელოვნური ინტელექტი ვიდეოს შექმნისას ამგვარ მცირე დეტალებს ვერ აგენერირებს და სარკეში მოცემულ ანარეკლზეც შეცდომაა დაშვებული.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ეს ვიდეო ყალბია. ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ან ვიდეორედაქტირების პროგრამული საშუალებების გამოყენებით ჩინური იუმორისტული ვიდეოს სახეცვლილ ვერსიას, ე.წ. "deepfake"-ს წარმოადგენს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
დეკ 04, 2025
დეზინფორმაცია: კაია კალასი  ისრაელის მიერ  დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
დეზინფორმაცია: კაია კალასი ისრაელის მიერ დოჰაზე განხორციელებულ დარტყმაზე შეკითხვას თავს არიდებს
ნოე 21, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი მუმლაძის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სექ 05, 2025
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 15, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.