Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ

ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად არ გაუთავისუფლებიათ

ივნისს 1, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს ავტორის მტკიცებით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, ტალსი გაბარდი, თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად გაათავისუფლეს.
გაბარდმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მის მეუღლეს ძვლის კიბო დაუდგინდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულდა მტკიცება, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, ტალსი გაბარდი, თანამდებობიდან იძულებით და დემონსტრაციულად გაათავისუფლეს, რადგან ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელიც მზად იყო დაემსხვრია სისტემური ტაბუ და ესაუბრა წინააღმდეგობრივ საკითხებზე, როგორიც იყო კოვიდ 19-ის რეალური საწყისები, საარჩევნო მანიპულაციები და უკრაინაში პენტაგონის საიდუმლო ბიო-პროგრამები (დაარქივებული ბმული).

ტალსი გაბარდის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 22 მაისს გავრცელდა. მისი გადადგომა 30 ივნიის შევა ძალაში. ავტორიტეტული საერთაშორისო მედიის ცნობით, გაბარდის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მისი მეუღლის, აბრაამის დიაგნოზს, რომელსაც ძვლის კიბო დაუდგინდა. Fox News-მა გაბარდის წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ის სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდის წარსულში მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის.

გაბარდის სიტყვებით, მას ყოველთვის ჰქონდა მეუღლის, აბრაამის მხარდაჭერა მათი ქორწინების 11 წლის განმავლობაში და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მას არ სურს მარტო დატოვოს მეუღლე დაავადებასთან ბრძოლაში, რასაც, მისი აზრით, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენა აიძულებდა.

გაბარდის განცხადებას მალევე უპასუხა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, მან ტალსი გაბარდს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის და მის მეუღლეს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

შესაბამისად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ტალსი გაბარდი თანამდებობიდან იძულებით და დემონტრაციულად გაათავისუფლეს.


ყველა პოსტის ნახვა

კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
კათოლიკე მონაზვნის ცემის საქმეზე შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სექ 07, 2026
სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუს ყალბი ფოტო ვრცელდება
ნოე 18, 2024
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
მაი 02, 2025
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
ტყუილია, რომ პუტინმა ქრისტიანების დასაცავად სირიაში ჯარის გაძლიერების ბრძანება გასცა
მარ 14, 2025
თაზო დათუნაშვილი: მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ
თაზო დათუნაშვილი: მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ
ივლ 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.