Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გრიგოლ გეგელიას ციტატა ჩინეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში გრიგოლ გეგელიას ციტატა ჩინეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აპრილს 30, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელდა პარტია "ლელოს" საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას ინტერვიუს მონაკვეთი, სადაც ის ამბობს: "ჩინეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიას... არსად არ წერია, რომ ჩინეთი იგივე, ტოლფარდი პრინციპით აღიარებს საქართველოს ეროვნულ სუვერენულ მთლიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას" (არქივირებული ბმული). სინამდვილეში, ორიგინალ ინტერვიუში გეგელია 2023 წელს საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული მოკავშირეობის მემორანდუმზე საუბრობს. აღნიშნული კონტექსტის გარეშე ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გეგელია მცდარად აცხადებს, რომ ჩინეთი ზოგადად არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მანიპულაციურად მოჭრილი მონაკვეთი გრიგოლ გეგელიას 22 აპრილს გასული ინტერვიუდანაა, რომელიც ტელეკომპანია პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში გავიდა (7:01 წუთიდან). ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას ჩინეთთანაც აქვს ურთიერთობა, პოლიტიკოსი პასუხობს: "ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ვერ ჩაანაცვლებს ვერც უსაფრთხოების და ვერც მით უმეტეს, ღირებულების კუთხით ევროპულ კავშირს და NATO-ს. ეს იყო პირველი ქოცური ფანდიც, ხრიკიც და შეცდომაც. იმიტომ რომ ეს არის სულელური რამ. ჩინეთი ქართველისთვის ვერც კულტურულად, ვერც ღირებულებით და მით უმეტეს, ვერ უსაფრთხოების [წყვეტა], ჩინეთი ამბობს, რომ NATO არ უნდა გადართოვდეს. ჩინეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიას. ჩვენ გვთხოვეს "ერთი ჩინეთის" აღიარება, მაგრამ არსად იმ სამარცხვინო მემორანდუმში, რომელსაც ქოცებმა მოაწერეს ხელი, არსად არ წერია, რომ ჩინეთი იმავენაირად, იგივე ტოლფარდი პრინციპით აღიარებს საქართველოს ეროვნულ სუვერენულ მთლიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ესეც კი ძალიან კარგად აჩვენებს, ჩინეთი როგორი მითი არის".

ამდენად, სრულ ინტერვიუში ცხადი ხდება, რომ გრიგოლ გეგელია კონკრეტულად 2023 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩინეთის მხრიდან, მისი აზრით, არასაკმარის აღიარებაზე საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც იმავე დოკუმენტში ქართული მხარე "ერთი ჩინეთის" პრინციპს მკაფიოდ უჭერს მხარს. აღნიშნული კონტექსტის გარეშე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მონაკვეთში უგულებელყოფილია, ვიდეო შეცდომაში შემყვანია.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ მემორანდუმს. გეგელიას კრიტიკა მემორანდუმის პოლიტიკური განზომილების პირველ მუხლს უკავშირდება, სადაც საქართველო მკაფიოდ ადასტურებს "ერთი ჩინეთის" პრინციპს, ხოლო ჩინეთი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მიმართ ზოგად პატივისცემას გამოხატავს. ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მემორანდუმის ტექსტში აღნიშნულია:

"1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს."

"1.1.The two sides reaffirm their respect for sovereignty, independence and territorial integrity of all countries. Georgia firmly adheres to the one-China principle."



ყველა პოსტის ნახვა

მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება
მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება
იან 25, 2026
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
იან 21, 2025
დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს
დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს
სექ 05, 2025
ზვიად გამსახურდიას ვიდეოებში თარგმანი გაყალბებულია
ზვიად გამსახურდიას ვიდეოებში თარგმანი გაყალბებულია
ოქტ 04, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
იან 14, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.