Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება

ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება

ივლისს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელებში პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას, სატელევიზიო ინტერვიუს ფრაგმენტი ვრცელდება, (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11, ბმული 12) რომელიც ამოჭრილია 14 ივლისს გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიასთან ეთერიდან (02:40-დან) (არქივირებული ბმული 1, 2, 3). ვიდეოში გვარამია ამბობს: "უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან"

ვიდეო კონტექსტის გარეშეა გავრცელებული და ქმნის შთაბეჭდილება, თითქოს გვარამია "აღიარებს", რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს ჩართვის შემთხვევაში, უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი ტრილიონებიდან საკუთარ „წილს“ მიიღებდა. გავრცელებულ პოსტების ნაწილში პირდაპირაა აღნიშნული, რომ აღნიშნული ფრაზით გვარამიამ აღიარა, რომ "საქართველოს მოსახლეობა ომში უნდა ამოჟუჟილიყო, რომ მილიონები მიეღო" (ბმული 1, 2).

სინამდვილეში, ინტერვიუს სრული მონაკვეთი აჩვენებს (არქივი), რომ გვარამიას განცხადებას სხვა შინაარსი აქვს. იგი საქართველოს ომში ჩართვაზე არ საუბრობს. პოლიტიკოსი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ამტკიცებს, რომ მისი წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე ომით ფინანსურ სარგებელს იღებენ, ხოლო ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესს შეიძლება ჩამოშორდეს.

ინტერვიუს სრულ ჩანაწერში გვარამია ამბობს:

„მეორე: მისი [ივანიშვილის] პარაზიტირება უკრაინის ომზე… მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დღეს ომის ეკონომიკა ააშენა საქართველომ. ხდება ხოლმე ეს ქვეყნების ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყნებში და მარტო საქართველო არ იქნებოდა. მაგრამ ქართველი ერი ხეირობს? გულწრფელად მაინტერესებს. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის და მისი "სასტავის", უკაცრავად, ჯიბეებში წასული ფულია“.

ამის შემდეგ იგი უკრაინის სამომავლო აღდგენაზე საუბრობს:

„სამაგიეროდ რა იქნება იცით? უკრაინა მალე რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხალხმა დღეს რაღაც ათობით მილიონი იშოვოს. აი, იმ მომავალი, უზარმაზარი აღმშენებლობითი პროცესების მიღმა აღმოვჩნდებით“.

გვარამია ასევე განმარტავს, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო სამუშაოებს მხოლოდ უკრაინული კომპანიები ვერ შეასრულებენ და ამ პროცესში ევროპის მრავალი ქვეყანა და ბიზნესი ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო ქართულ კომპანიებს ამ ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შეიძლება არ მიეცეთ.

ამდენად, ნიკა გვარამიას ინტერვიუს ფრაგმენტი სოციალურ ქსელში დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 06, 2024
თემურ ცამციშვილი: იმერეთის მასშტაბით, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება
თემურ ცამციშვილი: იმერეთის მასშტაბით, წელიწადში მინუს 2 987 გვაქვს ბუნებრივი მატება. შობადობა გვაქვს 5 215 ადამიანი და 8 202 გვაქვს გარდაცვალება
ივნ 22, 2024
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 23, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 06, 2025
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ვარდნა აქვს
ივნ 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.