Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 2, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებლები კონტექსტის გარეშე ავრცელებენ პარტია "ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეოს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, არქივირებული ბმული). ვიდეო გავრცელდა სხვა პლატფორმებზეც (მაგალითად იხილეთ ტიკტოკის ბმული). ვიდეოს ნაწყვეტში თამარ ჩერგოლეიშვილი არანორმატიულ ლექსიკას იყენებს. „თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი **** *******“, - ამბობს ვიდეოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო არის ნაწყვეტი თამარ ჩერგოლეიშვილის 30 ივნისს გამოქვეყნებული ვიდეოს მომზადების პროცესიდან. ვიდეოთი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტში მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა. ჩხუბი პარლამენტში 26 ივნისს მოხდა - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობახიძე წლის შემაჯამებელი მოხენებით წარსდგა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ვიდეოს ნაწყვეტში მოცემული ფრაზა, რომელიც არანორმატიულ ლექსიკას შეიცავს, თამარ ჩერგოლეიშვილს არ ეკუთვნის. სრულ ვიდეოში პოლიტიკოსი თავადვე განმარტავს, რომ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის დანახვაზე მას პირველი ეს „სკაბრეზი“ გაახსენდა. პოლიტიკოსი ციტირებს ტიციან ტაბიძის ლექსს „დადა მანიფესტი“ (არქივირებული ბმული). ლექსში ვკითხულობთ:„

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია,

სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან

შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე

და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.

რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის

ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა

თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…

ჩემს იქით პარიზია…

ელისეის მინდვრები…“

სოციალური ქსელების მოხმარებლები ვიდეოს ამ ნაწყვეტს მოცემული კონტექსტის გარეშე ავრცელებენ, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უბრალოდ არანორმატიულ ლექსიკას იყენებს. კონტექსტის გარეშე ამგვარი ვიდეოს გავრცელებას მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს და პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ახდენს.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 19, 2025
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 20, 2026
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
დეკ 18, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
ოქტ 08, 2024
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
ივნ 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.