Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმების კონტექსტში დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმების კონტექსტში დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

აგვისტოს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია  (ბმული 1, 2, 3), შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „სომხეთი გეგმავს დატოვოს ОДКБ 2026 წელს. აშშ-ში დაპირდნენ სომხეთს და აზერბაიჯანს ნატოში გაწევრიანებას”. სინამდვილეში არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდნენ (არქივირებული ბმული).

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვდნენ. მათ ხელი სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანების საკითხი შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა. ამასთან, ქვეყნებს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში  მსგავსი ინფორმაცია არ ფიგურირებს. 17-მუხლიანი შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს ამბობენ. ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთობის დაზიანების მიზნით არ იმოქმედებენ, მსგავს ქმედებებს მხარს არ დაუჭერენ და არ დაგეგმავენ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან და ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობას აღიარებენ და პატივს სცემენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც პრეზიდენტების გამოსვლის ტექსტებსა და მათ დიალოგებში (ფაშინიანი; ალიევი; ტრამპი) არ გაჟღერებულა.

აგრეთვე, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც, სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ-ში NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდნენ, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება
ნიკა გვარამიას განცხადება დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება
ივლ 27, 2026
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
დეზინფორმაცია: სასკოლო ხელშეკრულებები ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს
ივლ 11, 2025
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ტყუილია, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებები ჩაიშალა
ოქტ 01, 2025
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
აპრ 21, 2026
დეზინფორმაცია: თურქეთი აშშ-მ NATO-ში შეიყვანა, რათა საქართველოს ტაო-კლარჯეთი არ დაებრუნებინა
დეზინფორმაცია: თურქეთი აშშ-მ NATO-ში შეიყვანა, რათა საქართველოს ტაო-კლარჯეთი არ დაებრუნებინა
ივნ 10, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.