Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია

მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია

თებერვალს 18, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი:

  1. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე მელანია ტრამპი და ჯეფრი ეპსტინი ჩანან;
  2. სინამდვილეში ფოტო რედაქტირებულია;
  3. თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპსტინის ფაილებშია ხელმისაწვდომი, გოგონა ჩანს, რომლის სახეც დაფარულია.


სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელშიც აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი და ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინი ჩანან (დაარქივებული ბმული).


ფოტოს რედაქტირებული ვერსია Facebook-ანგარიშ ტომ ადელსბახს ეკუთვნის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ბოლო ნაწილში მისი სახელი და გვარიც წერია. ტომ ადელსბახის პოსტს თან ახლავს წარწერა, რომ ფოტო რედაქტირებულია (იხილეთ ფოტო).



ფოტო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეპსტინის ფაილებიდან არის აღებული. ფაილებში გოგონას სახე დაფარულია.


ამდენად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და მასში მელანია ტრამპის სახეა ჩასმული.

ცნობისთვის, 2026 წლის 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, გამჭვირვალობის შესახებ აქტის შესაბამისად, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, ეპსტინის დოკუმენტების 3 მილიონზე მეტი დამატებითი გვერდი გამოაქვეყნა. ახლად გამოცემული მასალები ასევე მოიცავს 2000-ზე მეტ ვიდეოს და 180 000 სურათს. მასალა შეგროვდა ეპსტინის და მისი პარტნიორის, გლეინ მაქსველის წინააღმდეგ ფლორიდასა და ნიუ იორკში აღძრული საქმეებიდან, ეპსტინის გარდაცვალების გამოძიების საქმიდან და გამოძიების ფედერალური ბიუროს სხვადასხვა გამოძიებებიდან, რომლებშიც ეპსტინი ან მასთან დაახლოებული პირები ფიგურირებდნენ.



ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო, რომელშიც თითქოს რუსი სამხედროები ჩანან, AI-ის მიერ არის შექმნილი
მარ 20, 2025
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც თითქოს ებრაელი ტურისტი ჩანს, რომელიც ბავშვის გატაცებას ცდილობს
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება
დეკ 12, 2025
სოციალურ ქსელში პაბლო პიკასოს ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში პაბლო პიკასოს ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 12, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.