Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ივლისს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ირმა ხახუტაიშვილმა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტები „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2), 2025 წლის 15 ივლისს გამოაქვეყნა ონლაინ მედია „პუბლიკას“ საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, ციტატა „ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხზე“ (იხილეთ ბმული 2). ფოტოზე რადოსლავ სიკორსკის გამოსახულება ჰიტლერის მსგავსი ულვაშითაა მოცემული.

პოსტის აღწერაში ირმა ხახუტაიშვილი სვამს კითხვას „პერიოდულად ემართებათ?“.

აღნიშნული პოსტი ასევე გაავრცელეს Facebook-ის სხვა მომხმარებლებმა შემდეგი აღწერით: „ნაციზმი არ მომკვდარა, ის ახლაც ბობოქრობს ევროპულ პოლიტიკურ ბიუროკრატიაში“.

სინამდვილეში, „პუბლიკას“ საინფორმაციო ბარათი რედაქტირებულია და მასზე ჰიტლერის მსგავსი ულვაშია დამატებული. „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებულ ბარათზე რადოსლავ სიკორსკი მისი ბუნებრივი გარეგნობით არის დატანილი. საინფორმაციო ბარათის აღწერაში კი მისი სრული ციტატაა მოცემული „კომუნისტური წყობის დროს დავიბადე. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც დროგამოშვებით გვაძლევდა შანსს, ქვეყნის გარეთ გავსულიყავით და იმ დროს ჩვენ მადლობელი ვიყავით ისეთი ქვეყნების, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც საშუალებას გვაძლევდა უვიზოდ შესვლის, ეს იყო ჩვენი ფანჯარა მსოფლიოში.  ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათზე, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხზე“.

აღნიშნული განცხადება 2025 წლის 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს შესახებ გამართულ მსჯელობას  უკავშირდება.

ამავე დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა სხდომაზე ევროკავშირის სავარაუდო ნაბიჯები განიხილეს, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს მოიცავს. მანვე განაცხადა, რომ „ამ დრომდე ევროკავშირი ცდილობდა, არ დაეზიანებინა ქართველი ხალხი, უვიზო რეჟიმის გაუქმება სწორედ მათზე მოახდენს დიდ გავლენას. თუმცა, ამავე დროს, დადგა საკითხი ევროკავშირის სანდოობის შესახებ. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული პირობები და ვაძლევთ ბონუსს, მაგრამ ქვეყანა ამ პირობებს არ ასრულებს – ამას უნდა ჰქონდეს შედეგებიც. ამასობაში, საზოგადოებამაც უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება არ არის ევროპის გზაზე და სერიოზულად არ უდგება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი რედაქტირებულია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეკ 12, 2024
სოციალურ ქსელში ჟურნალის The Economist ყალბი გარეკანი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალის The Economist ყალბი გარეკანი ვრცელდება
ნოე 20, 2024
დეზინფორმაცია: ესპანეთის ხაზინა მომხმარებელს, რომელიც ბანკიდან 3000 ევროზე მეტს გაიტანს, დააჯარიმებს
დეზინფორმაცია: ესპანეთის ხაზინა მომხმარებელს, რომელიც ბანკიდან 3000 ევროზე მეტს გაიტანს, დააჯარიმებს
მაი 16, 2025
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა  მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის განკუთვნილ ხელფასზე უარი განაცხადა
მარ 07, 2025
სოციალურ ქსელში გადაცემის „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გადაცემის „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
იან 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.