Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ლარი ფინკს WEF-ის მიზნად კონტროლის ზრდისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის შესახებ საზოგადოების დარწმუნება არ დაუსახელებია

ლარი ფინკს WEF-ის მიზნად კონტროლის ზრდისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის შესახებ საზოგადოების დარწმუნება არ დაუსახელებია

იანვარს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

  • გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blackrock-ის თანადამფუძნებელმა ფორუმზე WEF-ის მიზნად მეტი გლობალური კონტროლისა და ნაკლები სუვერენიტეტის შესახებ საზოგადოების დარწმუნება დაასახელა;

  • დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიზნებზე ლარი ფინკმა 19 იანვარს ისაუბრა;

  • მას გამოსვლისას „გლობალური კონტოლი“ და „ეროვნული სუვერენიტეტი“ საერთოდ არ უხსენებია.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე (WEF), Blackrock-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ფორუმის  მიზნად საზოგადოების დარწმუნება დაასახელა, რომ უფრო დიდი გლობალური კონტროლი და ნაკლები ეროვნული სუვერენიტეტი მათთვის მისაღები გახდეს  (დაარქივებული ბმული).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) 19 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით დავოსში, შვეიცარიის საკურორტო ქალაქში იმართება. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით Blackrock-ის  თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლარი ფინკი გამოვიდა. BlackRock აქტივების მმართველი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც აშშ-შია დაფუძნებული.

ლარი ფინკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლისას სამიტის ძირითად მიზნებზე ისაუბრა. გთავაზობთ მისი მიმართვიდან იმ მონაკვეთის ქართულ თარგმანს, რომელშიც ფორუმის მიზნებზეა საუბარი. სოციალურ ქსელში სწორედ აღნიშნული მონაკვეთი ვრცელდება:

“გახსნილი გონება გვქონდეს, მოვისმინოთ და ვიფიქროთ, ეს არის დავოსში წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიზანი. ის, რომ ადამიანებს ხალხის ხმების და იდეების უფრო ფართო სპექტრი გავაგონოთ. შესაძლოა, არგუმენტიც კი, მაგრამ ისეთი, რომელიც უფრო ღრმად გვესმის. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ყველაფერი ისე კარგად არ ჟღერდეს,  როგორც ეს მუსიკაში ხდება.  მუსიკაშიც ყველაფერში ვერ დაეთანხმები, მაგრამ თუ მზად ხართ, მოუსმინოთ, ამან უკვე შეიძლება რაღაც დაგიტოვოთ. შესაძლოა, რაღაც თქვენში დარჩეს და შესაძლოა, ამის წყალობით, ჩვენც განვითარდეთ და უკეთესები გავხდეთ. ეს  არის ამ კვირაში დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მისია. ასე რომ, გთხოვთ, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით“.

ამდენად,  Blackrock-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს  გამოსვლისას არ უთქვამს,  რომ WEF-ის მიზანს გლობალური კონტროლისა და ნაკლები ეროვნული სუვერენიტეტის მიმღებლობის ზრდა წარმოადგენს. ლარი ფინკს მთლიან გამოსვლაში „გლობალური კონტროლი“ და „ეროვნული სუვერენიტეტი“ საერთოდ არ უხსენებია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება არაზუსტია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივლ 24, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 25, 2026
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა  და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
ნოე 12, 2024
სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
ივლ 09, 2025
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.