Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით

IFCN-ის პრინციპები

წარმოდგენილი პრინციპების კოდექსი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეგულარულად აქვეყნებენ კვლევებს როგორც საჯარო პირების და წამყვანი ინსტიტუტების გამონათქვამების, ასევე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის შესახებ. აღნიშნული კოდექსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივი სიზუსტის დამდგენ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და კეთილსინდისიერი მკვლევრების ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო პრინციპებს აერთიანებს. ხელმომწერ ორგანიზაციათა მიერ აღებული ვალდებულებები მოიცავს:

1. მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის ვალდებულება

ხელმომწერი ორგანიზაციები განცხადებების ფაქტობრივი სიზუსტის დადგენისას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ერთიანი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და განსაკუთრებულ აქცენტს ერთ რომელიმე მხარეზე არ აკეთებენ. ნებისმიერი ფაქტის შემოწმება ერთი და იგივე პროცესით ხორციელდება და დასკვნაც არსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით გამომდინარეობს. ხელმომწერები უარს ამბობენ შესამოწმებელი საკითხების ლობირებაზე და მათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით არ განიხილავენ.

2. წყაროების გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერები დაინტერესებულები არიან, რომ მკითხველებმა დამოუკიდებლად შეძლონ წარმოდგენილი დასკვნების გადამოწმება. შესაბამისად, ხელმომწერები სათანადოდ, დეტალურად მიუთითებენ ყველა წყაროს და ამით მკითხველებს აძლევენ უკვე გაწეული სამუშაოს ხელახლა ჩატარების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას წყაროს უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში, ხელმომწერები ცდილობენ საკითხის დეტალიზაციას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

3. დაფინანსებისა და ორგანიზაციის გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერი ორგანიზაციები გამჭვირვალეები არიან დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. სხვა ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ხელმომწერები გამორიცხავენ დონორთა ზეგავლენას ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის პროცესში წარმოდგენილ დასკვნებზე. ხელმომწერ ორგანიზაციებს დეტალურად გამოაქვთ ინფორმაცია ყველა წამყვანი თანამშრომლის პროფესიული გამოცდილების შესახებ, ასევე განმარტავენ ორგანიზაციის სტრუქტურასა და სამართლებრივ სტატუსს. ხელმომწერები მკითხველებს მკაფიოდ მიუთითებენ მათთან კომუნიკაციის შესაძლო საშუალებებზე.

4. მეთოდოლოგიის გამჭვირვალობის ვალდებულება

ხელმომწერები განმარტავენ გადასამოწმებელი ფაქტების შერჩევის, წერის, რედაქტირების, გამოქვეყნებისა და შესწორების შეტანის დროს გამოყენებულ მეთოდოლოგიას. ხელმომწერები ცდილობენ მკითხველის წახალისებას გადასამოწმებელი ფაქტების გამოსაგზავნად და ინარჩუნებენ გამჭვირვალობას იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ახორციელებენ ფაქტის გადამოწმებას.

5. ღია და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკის ვალდებულება

ხელმომწერები აქვეყნებენ კვლევებში შესწორების შეტანის კრიტერიუმებს და მათ ზედმიწევნით იცავენ. ხელმომწერები კვლევებს მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების კრიტერიუმების შესაბამისად ამოწმებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მკითხველებმა შესწორებული ვერსია იხილონ.

თუ თვლით, რომ ჯეოფაქტსი არღვევს კოდექსის პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. IFCN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მას შეუძლია პროექტს შეუჩეროს ან გაუუქმოს ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy  

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 22, 2025
ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
ბერლინის მეტრო თუ ნახევრად ღია მატარებლების სადგური? სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება
ივლ 10, 2026
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 22, 2026
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 13, 2026
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ივნ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.