Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოცემული გვერდი შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლების მიერ „ჯეოფაქტსის“ ვებგვერდის (www.geofacts.ee) გამოყენებისას პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების შესახებ. ასევე იმ მონაცემების შეგროვების და გამოყენების შესახებ, რომელიც „ჯეოფაქტსს“ ელ-ფოსტით, სოციალური მედია პლატფორმებით, ტელეფონით, ონლაინ/ოფლაინ ღონისძიებებით და სხვა გზებით მიეწოდება.

„ჯეოფაქტსი“ იცავს კანონიერების, კონფიდენციალურობის და გამჭირვალობის პრინციპებს. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ პოლიტიკაში წარმოდგენილია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა „ჯეოფაქტსის“ ვებგვერდის ვიზიტორებისგან ან/და ჩვენი სერვისების მომხმარებლებისგან მივიღოთ.


ვინ აგროვებს თქვენს მონაცემებს?


შპს „ჯეოფაქტსი“

ელ-ფოსტა: [email protected]

როდის გროვდება თქვენი მონაცემები?


„ჯეოფაქტსის“ ვებგვერდზე ვიზიტისას: „ჯეოფაქტსი“ იყენებს Google Analytics-ს, რათა დავინახოთ თუ რა არხებით შემოდიან ადამიანები ჩვენს ვებგვერდზე და ვნახოთ თუ რომელი სტატიებია ყველაზე პოპულარული. Google Analytics-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აღსანიშნავია, რომ „ჯეოფაქტსი“ მონაცემების შესაგროვებლად არ იყენებს ე.წ Cookies-ებს.


ჩვენი ელ-ფოსტის ან საკონტაქტო არხების გამოყენებისას: თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის ([email protected]) ან ჩვენი საკონტაქტო არხების საშუალებით. კერძოდ, ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ “გადაგვამოწმებინე ფაქტი“ სერვისით, რომელიც ხელმისაწვდომია www.geofacts.ee-ზე. აღნიშნულ შემთხვევებში თქვენს შესახებ შეგროვდება ისეთი ინფორმაცია, როგორებიცაა: ელ-ფოსტის მისამართი, სახელი და კონკრეტულ შემთხვევებში ტელეფონის ნომერი.


ჩვენი Facebook-გვერდის საშუალებით: „ჯეოფაქტსის“ მფლობელობაში არსებულ Facebook-გვერდთან ინტერაქციის ან აღნიშნულ პლატფორმებზე პირდაპირი შეტყობინებების გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეგროვდება.


ვაკანსიის/სტაჟირების განაცხადების საშუალებით: თუ „ჯეოფაქტსში“ დასაქმების სურვილის შემთხვევაში გამოგზავნით აპლიკაციას, შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, იმ კანდიდატების მონაცემები, რომლებიც არ შეირჩნენ, ვაკანსიის/სტაჟირების განაცხადის დახურვიდან ერთი წლის განმავლობაში შეინახება. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ აღნიშნული მონაცემები უფრო ადრე განადგურდეს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს, დასაქმებულთა მონაცემები მათი დასაქმების ხანგრძლივობის განმავლობაში ინახება.

რა მიზნით მუშავდება თქვენი მონაცემები?


თუ დაგვიკავშირდებით ელ-ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს პასუხის გასაცემად, თქვენივე ინტერესების შესაბამისად. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს გამოგვიგზავნოს კონკრეტული ფაქტი გადასამოწმებლად „გადაგვამოწმებინე ფაქტი“ ფუნქციის გამოყენებით, მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართს პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ.


ჩვენს Facebook-გვერდთან ინტერაქციის შემთხვევაში (კომენტარი, რეაქცია), ანალიზისა და გაზომვის მიზნით გამოვიყენებთ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს, რათა დავადგინოთ თუ მომხმარებელთა ჩართულობის თვალსაზრისით რომელი პოსტები მუშაობს კარგად. იხილეთ Facebook-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


თუ ვაკანსიაზე/სტაჟირებაზე გააკეთებთ განაცხადს, თქვენი მონაცემები თქვენი განაცხადის შესაფასებლად იქნება გამოყენებული.

რამდენად ლეგიტიმურია თქვენი მონაცემების დამუშავება?


თქვენი მონაცემები მუშავდება თუ თავად გამოთქვამთ ჩვენი სტატიების და სხვა საინფორმაციო მასალების მიღების სურვილს, შესაბამისად, თქვენი მონაცემების დამუშავება ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც დაფუძნებულია თქვენს თანხმობაზე, რომელსაც თავად გვაძლევთ ჩვენს ვებგვერდთან და Facebook-გვერდთან ინტერაქციით ან უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებით.

რა ვადით შევინახავთ თქვენს მონაცემებს?


„ჯეოფაქტსი“ თქვენს მონაცემებს დაამუშავებს მანამ, სანამ საჭირო იქნება ზემოხსენებული მიზნების შესრულებისთვის. ამის შემდეგ მონაცემები წაიშლება. მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ თავდაპირველად რა მიზეზით შეგროვდა მონაცემები და რამდენად შეასრულა საკუთარი მიზანი. მონაცემების შენახვის ვადა ასევე განისაზღვრება სახელშეკრულებო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.

რა უფლებები გაქვთ, როდესაც გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს?


ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, თქვენი უფლებებია:


  1. წვდომის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები.
  2. შესწორების უფლება - თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორება ზედმეტი შეფერხების გარეშე.
  3. წაშლის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.
  4. დამუშავების შეზღუდვის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი დამუშავება უნდა გაგრძელდეს ლეგიტიმური მიზეზით ან სამართლებრივი პრეტენზიების აღსრულებისა და დაცვის მიზნით).
  5. მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატურ დამუშავებაზე, მაგალითად, როდესაც ის გამოიყენება პროფაილინგისთვის.
  6. მონაცემთა გადაცემის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას ან თქვენ, როცა ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

„ჯეოფაქტსში“ მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე. გაცნობებთ, რომ მისი გამოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. თქვენი უფლებების რეალიზებისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე [email protected]. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი უფლებების რეალიზებით, შეგიძლიათ მიმართოთ მონაცემთა დაცვის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.


ცვლილებები


„ჯეოფაქტსში“ თქვენი პერსონალური მონაცემები მოცემული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით გამოიყენება, რომელიც ძალაშია მონაცემების შეგროვების მიმდინარეობისას. მონაცემების დამუშავების წესებში ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამის შეტყობინებას დროულად მიიღებთ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ AI გენერირებული ფოტო ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ AI გენერირებული ფოტო ვირუსულად ვრცელდება
იან 21, 2025
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
ბილ კლინტონის და სტივენ ჰოკინგის ფოტოები კაბასა და დიადემაში ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
მარ 16, 2026
ეპსტინის ფაილებში არ დასტურდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულში ფიგურირებს
ეპსტინის ფაილებში არ დასტურდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულში ფიგურირებს
იან 21, 2026
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
იან 20, 2026
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
ტყუილია ცნობები ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაზით გაგუდვის შესახებ
მარ 17, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.