Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბორის ჯონსონის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება

დეკემბერს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ციტატა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო“. ზოგიერთი ანგარიში მის 2023 წლის ციტატასაც ავრცელებს და ამ ორს ერთმანეთს უპირისპირებს იმის საჩვენებლად, რომ ჯონსონმა პოზიცია შეიცვალა: „ბორის ჯონსონი 2023 წელი: ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ნატოში მიღების პროცესი, დავიწყოთ ახლავე.“ სინამდვილეში ბორის ჯონსონის 2025 წლის ციტატა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, ხოლო მისი ამ ორი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადების შეპირისპირება შეცდომაში შემყვანია (1; 2; 3; 4; 5; 6; არქივირებული ბმული).

ციტატა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი უმცირესი იყო, ბორის ჯონსონის 2025 წლის 9 დეკემბრის ჰოლბერგის დებატების ფარგლებში გაკეთებული განცხადებიდანაა. დებატზე საუბარი კოლექტიური უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მიმდინარე მდგომარეობას შეეხებოდა. გავრცელებულ ციტატას არ ახლავს კონტექსტი, რითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შესაძლოა მართებულად მიიჩნიონ, რომ ბორის ჯონსონმა 2023 წლის შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

რეალურად, 9 დეკემბრის გამოსვლაში ჯონსონს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პერიოდზე არ უსაუბრია, ის 2016-2022 წლების ვითარებას იხსენებდა. ამ განაცხადით ბორის ჯონსონი კრემლის არგუმენტს აბათილებდა, თითქოს რუსეთის აგრესია და შეჭრა უკრაინაში იმ მიზეზით მოხდა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა. ჯონსონმა აღნიშნულს „საშინელი ტყუილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ნატო“ რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. სრული ციტატა შემდეგია:

„მე ვესწრებოდი „ნატოს“ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცირე შანსიც კი არ იყო, რადგან ნებისმიერი ასეთი წინადადება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს. და ახლა პუტინის მტკიცება, თითქოს ის ნატოს გაფართოებამ აიძულა შეჭრილიყო, საშინელი ტყუილია. მაშინ როცა თავად ის არის ექსპანსიონისტი, რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც უკრაინის დაპყრობა განიზრახა, რადგან ეშინია იმ შედეგების, რაც მისთვის, პუტინისთვის, კრემლისთვის ექნებოდა უკრაინის არჩევანს –  მოსკოვისგან დაშორებასა და თავისუფალი, პლურალისტური, დემოკრატიული, დასავლეთევროპული იდენტობის გზაზე დადგომას. და ეს არის ის, რაც მას სძულს. ეს არის ის, რისიც ეშინია. და სწორედ ამიტომ შეიჭრა. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა „ნატოს“ მიერ იყო დაცული ან იმიტომ, რომ უკრაინა „ნატოში“ გაწევრიანებას აპირებდა, არამედ ზუსტად იმიტომ, რომ „ნატოს“ მიერ დაცული არ იყო“.

ამგვარად, ბორის ჯონსონის 2025 წლის ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მისი 2023 წლის განცხადებასთან შეპირისპირება კი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მან პოზიცია შეიცვალა და/ან 2023 წელს ცრუობდა, როცა უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებაზე საუბრობდა.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.