Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სექტემბერს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი (არქივირებული ბმული), რომელშიც გამოტანილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ციტატა: „კახეთი არ არის ქართული ოცნების საკუთრება, კახელებო არ მისცეთ ხმა ქართულ ოცნებას“. Facebook-ის გარდა, ციტატა თავდაპირველად Tiktok პლატფორმაზე  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანგარიშის „georgiandream.4141“ მიერ გავრცელდა. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.  

პირველ რიგში, გავრცელებული ციტატა არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. ის არ გვხვდება არც ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო საჯარო კომუნიკაცია ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ წარმატებას ეხება. მისი ბოლო პოლიტიკური განცხადება კი პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება, რაზეც მან  ბოლო ბრიფინგის დროს ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ორჯერ იკავებდა – ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. ის ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო, 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს. პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ საკუთარი „მისია შეასრულა“ და თავს ვერც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

ამრიგად, აღნიშნული ციტატა ირაკლი ღარიბაშვილს არ ეკუთვნის და გაყალბებულია.

See all posts

EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.