Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ოქტომბერს 15, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ელჩ რობინ ლ. დანიგანის ფოტოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „შეგახსენებთ,  რომ მანამდე უკრაინაში იყო ელჩი და ომის წამოწყებაში ამის ლომის წვლილია“. რეალურად, რობინ ლ. დანიგანი უკრაინაში სრულუფლებიანი ელჩი არასდროს ყოფილა, ომი კი რუსეთმა წამოიწყო.

რობინ ლ. დანიგანი ამერიკის შეერთებულ შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში. მანამდე ის ევროპული და ევრაზიული საქმეების აღმოსავლეთ ევროპის ბიუროში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ უკანასკნელის მისიას ევრაზიასა და ევროპაში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციის ჭრილში აშშ-ის ინტერესების გატარება წარმოადგენს.

ელჩი დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა, როგორც მინისტრ-მრჩევლის რანგის კარიერული დიპლომატი და დღემდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2014-2017 წლებში მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგორესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილედ. ბიუროს საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობებს, შეიმუშაოს და განახორციელოს საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკა დიპლომატიური ჩართულობის გზით, რაც ხელს შეუწყობს მავნე გამოსხივებების შემცირებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პარტნიორებს შორს, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ენერგიაზე საიმედო წვდომას.

ამასთანავე, ელჩის მოვალეობის შემსრულებლად და მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა აშშ-ის საელჩოში ავსტრიაში 2018-2021 წლებში. ელჩი დანიგანი აგრეთვე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში, სახელმწიფო მდივნის ოფისში, მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში თურქეთში, ვიეტნამში, ჩილეში,  კუბასა და ელ სალვადორში. თუმცა რობინ ლ. დანიგანს არასდროს უმსახურია უკრაინაში არათუ ელჩად, არამედ ზოგადად საელჩოში.

მტკიცების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებაში ელჩ დანიგანს ლომის წვლილი მიუძღვის, რაც მცდარია. სინამდვილეში, უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი რუსეთმა დაიწყო, როდესაც რუსულ ჯარებს უკრაინის საზღვრის გადალახვა უბრძანა. შეჭრამდე, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სხვადასხვა საომარი რესურსი გადასხა. აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 10 ათასობით ჯარისკაცი განალაგა. ამავე წლის ნოემბრიდან უკვე დამატებითი ძალების გადასხმა იყო დაწყებული და საბოლოოდ, 23 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის საზღვართან 190 ათასი რუსი ჯარისკაცი იყო განლაგებული (იხილეთ რუკები და სატელიტიდან გადაღებული სურათები).

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თანახმად, რუსეთი უკრაინაში   საკუთარ საზღვრებთან NATO-ს გაფართოების თავიდან ასაცილებლად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აწარმოებს, რამდენადაც 2008 წელს NATO-ს წევრ-სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინა საბოლოოდ,  სამხედრო ალიანსის წევრი გახდებოდა.

უკრაინაში საომარი ოპერაციების წამოწყებაში აშშ-ის, ან ზოგადად დასავლეთის დადანაშაულება კრემლის პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, ომის დაწყების დღიდან კრემლის პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ომის დაწყება დასავლეთის ბრალია და „უკრაინა მძევალია კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი ბატონებისა, რომელთაც ეფექტურად მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია“. ის ნარატივებიც, რომ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი NATO-ს გაფართოების გამო დაიწყო და/ან რომ აშშ-ს ომის დაწყებაში დიდი წვლილი მიუძღვის, აღნიშნული პროპაგანდის ნაწილია. რეალურად, რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციისა და ძალების კონცენტრაციის საპასუხოდ, დასავლეთმა მოსკოვს დეესკალაციისთვის არაერთი ვარიანტი შესთავაზა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარება  ასევე არაერთხელ და არაერთ ფორმატში შესთავაზა. გარდა ამისა, ევროპის ლიდერებიც ესკალაციის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ. მაგალითად, 2022 წლის 7 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა, 15 თებერვალს – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 10 თებერვალს სერგეი ლავროვს შეხვდა. ამასთანავე, ჯერ კიდევ 2021 წლის 7 დეკემბერს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე, ენტონი ბლინკენის თქმით, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით, ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია გაიმართა

დასავლეთის მხრიდან კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამრიგად, პოსტში გამოთქმული მტკიცებები ყალბია.

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.