Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა

აგვისტოს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

2026 წლის 31 ივლისიდან დაწყებული, ორი დღის ფარგლებში, ხმელეთით და ზღვით მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი გადავიდა. სეუტა ესპანეთის ავტონომიური ქალაქია ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 18.5 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი მიახლოებით 85 ათასი ადამიანი.

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის (International Rescue Committee) ინფორმაციით, 2026 წლის ივლისის ბოლოს,საზღვარი მაროკოდან სეუტაში 48 საათზე ნაკლებ დროში, სავარაუდოდ, 72,000-მა ადამიანმა გადაკვეთა. უმეტესობამ საზღვარი ფეხით გადაკვეთა ან სანაპირო ბარიერებს შემოსცურა, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, გადაკვეთის მცდელობისას 88-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა მონაცემთა წყაროსა და გავრცელების თარიღის მიხედვით იცვლება.

იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, ვინც სეუტას მიაღწია, სწრაფადვე დაბრუნდა მაროკოში — ვარაუდობენ, რომ 4 აგვისტოსთვის ტერიტორია 70,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყარო განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს, სავარაუდოდ, ქალაქში დაახლოებით 2,000 ადამიანი რჩება, რომელთა დაახლოებით 43% უმეთვალყურეო ბავშვად არის დარეგისტრირებული. დარჩენილებს შორის არიან როგორც მაროკოელები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, სადაც ამჟამად შეიარაღებული კონფლიქტი და ჰუმანიტარული კრიზისია, როგორებიცაა: სუდანი, სომალი და მალი.

მსგავსმა მასობრივმა მიგრაციულმა ნაკადმა ბუნებრივად მიიპყრო როგორც ევროკავშირის მოქალაქეების, რომლებზეც მომხდარს პოტენციურად გავლენის მოხდენა შეეძლო, ისე ზოგადად მსოფლიოს ყურადღება. გავრცელდა არაერთი გადაუმოწმებელი მტკიცება, რომელიც სეუტას მიგრაციულ კრიზისს უკავშირდებოდა. ესპანურ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Maldita-ს ამ დროისათვის, კრიზისის დაწყებიდან 32 მცდარი ან შეცდომაში შემყვანი მტკიცება აქვს გადამოწმებული.


კონსპირაციული მტკიცებები კრიზისის უკან აშშ-სა და ისრაელის როლზე

გადაუმოწმებელმა მტკიცებებმა სეუტას მიგრაციული კრიზისის შესახებ ქართულ სოციალურ ქსელებამდეც მოაღწია. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ფორმით კონსპირაციული და დაუდასტურებელი მტკიცებები, რომ სეუტაში განვითარებული კრიზისი ორკესტრირებული იყო აშშ-ის ან/და ისრაელის მიერ, ესპანეთის დასასჯელად ღაზისა და ირანის ომებთან დაკავშირებით დაკავშირებული პოზიციების გამო (ბმულები: 1; 2 ;3; 4). ესპანეთი აშშ-სა და ისრაელის მისამართით მკაფიოდ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა ორივე შემთხვევაში.

აღნიშნული მტკიცებების შეფასებისას, ავტორიტეტულმა საერთაშორისო მედია ორგანიზაცია AP-ც გამოეხმაურა. AP-ს თანახმად, "ტრამპი თვეების განმავლობაში მრისხანებდა ესპანეთის წინააღმდეგ და ახლახან ამ ევროპულ ქვეყანასთან ვაჭრობის შეწყვეტით დაიმუქრა, ხოლო ისრაელის ლიდერმა ესპანეთი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ დიპლომატიური ომის წარმოებაში დაადანაშაულა. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სეუტას კრიზისში აშშ-ის ან ისრაელის მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებებს დაადასტურებდა".

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მოცემული მტკიცებულებები, რომლებიც აშშ-სა თუ ისრაელის მიერ განვითარებულ კრიზისში მონაწილეობას დაადასტურებდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით (არქივი), საზღვრის გარშემო ცურვით გადასვლის მსურველთა რაოდენობის მოულოდნელი ზრდა გამოწვეული იყო იმ ჭორით, რომელსაც ადამიანებით მოვაჭრეები ავრცელებდნენ. მისი თქმით, ისინი განზრახ არასწორად განმარტავდნენ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ავტორიტეტულ გერმანულ ტელევიზია DW-ს სიუჟეტიც აქვს მომზადებული.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის ივნისის ბოლოს დაადგინა, რომ საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი მიგრანტების დაუყოვნებლივი უკან დაბრუნების წესი არ ვრცელდებოდა იმ პირებზე, რომლებიც ზღვით ჩამოდიოდნენ. თუმცა, საქმე ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც გიბრალტარის სრუტეს ან ხმელთაშუა ზღვას კვეთდნენ და არა მათ, ვინც სახმელეთო საზღვრის შემოვლით, ცურვით ცდილობდა ესპანეთში „ზღვით“ შესვლას.

„მაროკოს ხელისუფლებასთან ჩვენი საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებით მოვაჭრე კრიმინალურმა ჯგუფებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისთვის ხელსაყრელად განმარტეს,“ — განაცხადა სანჩესმა. მისი თქმით, ეს ჭორები „ბოლო საათებში ელვის სისწრაფით გავრცელდა“, მაშინ როცა კვირის დასაწყისში, ხუთშაბათამდე, ასეთი მცდელობების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, რაშიდ ელ ხალფიმ განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის მიზეზი „ციფრული სივრცის ბოროტად გამოყენება“, „შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია“ და ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია გახდა. მას შემდეგ მაროკომ განაცხადა, რომ მას არასდროს ჰქონია განზრახული საზღვარზე მიგრანტთა ნაკადის ასეთი მოზღვავება და ესპანეთთან სრული თანამშრომლობის პირობა დადო.

ამ საკითხთან დაკავშირებით მაღრიბის რეგიონისა და მიგრაციის ექსპერტებს ესაუბრა DW, იმის გასარკვევად თუ როგორ აფასებენ ისინი მიგრაციულ კრიზისში მონაწილე მხარეების შესაძლო ბრალეულობას. ექსპერტები ერთი მხრივ საუბრობენ, რომ წარსული სიტუაციებისგან განსხვავებით, მაროკოს ბევრი ექნებოდა დასაკარგი, განსაკუთრებით საერთაშორისო რეპუტაცია და ინვესტიციის შესაძლებლობები, იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურად გამოიწვევდა მიგრაციულ კრიზისის ესპანეთის ანკლავის მიმართულებით. მეორე მხრივ, ისინი ამბობენ, რომ იმისდა მიუხედავად, მოხდა თუ არა კრიზისი გამიზნულად, მაროკოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან სწორედ მათ უნდა გაეკონტროლებინათ მიგრაციული პროცესები თავიანთ ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდა კიდეც მიგრანტთა შედინება სეუტაში.

განხილულია ასევე შესაძლო პოლიტიკური მიზეზები, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მაროკოს მხრიდან მსგავსი უყურადღებობა - ესპანეთის ბოლოდროინდელი დაახლოება ალჟირთან, რომელთანაც მაროკოს მნიშვნელოვანი უთანხმოებები აქვს და ასევე გადაწყვეტილება მიენიჭებინა ესპანეთის მოქალაქეობა დასავლეთ საჰარაში 1977 წლამდე დაბადებული პიროვნებებისთვის. მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ამდენად, არც ოფიციალური მხარეები, არც მედია და არც ექსპერტები არ ადასტურებენ გავრცელებულ კონსპირაციულ მტკიცებებს სეუტას კრიზისში აშშ-ის ან ისრაელის მონაწილეობის შესახებ.


დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს CNN-მა მიზანმიმართულად შეამცირა მიგრანტების რაოდენობა

გარდა ამისა, ქართულ ფეისბუქ და ტიკტოკ სივრცეში გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოს ავტორმა, სეუტას მიგრაციულ კრიზისზე საუბრისას ამერიკული მედია საშუალება CNN-ი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, CNN-მა განზრახ შეამცირა მაროკოდან სეუტაში გადასული მიგრანტების რაოდენობა. ამ მტკიცებისას ავტორი ეყრდნობა CNN-ის YouTube Short კლიპს, სადაც ნათქვამია, რომ გასული კვირის განმავლობაში სეუტაში 2 000-ზე მეტი მიგრანტი გადავიდა.

წამყვანი, რომელიც ამ სიტუაციას მოგვიანებით, უკვე მეტი ინფორმაციის მიღების შემდგომ აფასებს, ვარაუდობს, რომ CNN-მა განზრახ დაამახინჯა ციფრები, რათა ისინი უმნიშვნელოდ წარმოეჩინა, მაშინ როდესაც რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო.

CNN-ის იმ YouTube Short-ის განხილვისას, რომელიც წამყვანმა აჩვენა, ვხედავთ, რომ ის 2026 წლის 31 ივლისს, გამოქვეყნდა, თუმცა გამოქვეყნების ზუსტი საათი მითითებული არ არის. მასში მართლაც აღნიშნულია, რომ სეუტაში „2 000-ზე მეტი“ მიგრანტი გადავიდა. მოკლე ვიდეოს თან ერთვის ბმული CNN-ის ვრცელ რეპორტაჟზე, რომელიც ასევე 2026 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა, თუმცა აშკარად დღის უფრო გვიანდელ მონაკვეთში. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი გადავიდა.

ეს მიგვანიშნებს, რომ CNN ციფრების შემცირებას კი არ ცდილობდა, არამედ, სავარაუდოდ, მონაცემების დაზუსტების პროცესში იყო. სწორედ ამიტომ გამოიყენეს მათ შედარებით ფრთხილი და კონსერვატიული შეფასება მოკლე ვიდეოში, ხოლო რეპორტაჟში, მეტი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბევრად მაღალი ციფრი დაასახელეს.


ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს

სეუტას მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო აღწერით: "ესპანელმა სამართალდამცავებმა მუსლიმ მიგრანტებს ღორის ხორცი დაუშინეს" (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ჩანს სამხედრო მანქანა წარწერით "Bacon Squad" (ქართ. ბეკონის რაზმი).

მანქანასთან ჩნდება ბეკონით სავსე ყუთი, საიდანაც სამხედრო პერსონალი მიგრანტების მიმართულებით ხორცის ნაჭრებს ისვრის. ვიდეოს დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ის ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. დეტალურად იხილეთ ჯეოფაქტსის სტატია.

See all posts

Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.