Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

сентябрь 9, 2025 · Проверенные факты · Вердикт: Отсутствует Kонтекст
Поделиться

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) (დაარქივებული ბმული), რომელშიც პრო-ევროპული საპროტესტო აქციიდან აქტივისტი დევით სეხნიაშვილი ტვ პირველთან საუბრობს. ინტერვიუს ფრაგმენტში აქტივისტი ამბობს: „ჩვენ ბევრად უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი და ჩვენ არ ვიბრძვით აქ რაღაცა 100 და 150 ლარისთვის, ჩვენ აქ ვიბრძვით უფრო მეტისთვის“. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ ფრაგმენტს იმგვარად ავრცელებენ, თითქოს აქციის მონაწილეს საპროტესტო აქციებზე თანხის აღების შესახებ ინფორმაცია წამოსცდა. სინამდვილეში, ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება.

2025 წლის 8 სექტემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში სხვადასხვა აქტივისტს გაესაუბრა, მათ შორის დავით სეხნიაშვილს. აქტივისტი მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს (54:25):

„დიახ, ეშინიათ, დიახ, ეშინიათ იმისი, რომ ძალიან ბევრი ვართ, ეშინიათ იმისი, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი და ჩვენ არ ვიბრძვით აქ რაღაცა 100 და 150 ლარისთვის. ჩვენ აქ ვიბრძვით უფრო მეტისთვის და ყოველთვის, როდესაც ადამიანს იდეა ამოძრავებს, ის ადამიანი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ეს რაღაც დაქირავებული ძალით „ძველი ბიჭები“. კი, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ეშინიათ; ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ 4 ოქტომბერს ამათ მშვიდობიანად დავამხობთ“.

ამდენად, სრულ ინტერვიუში ჩანს, რომ დავით სეხნიაშვილი პროტესტის მონაწილეებს იდეისთვის მებრძოლებად ახასიათებს, ხოლო ფულის სანაცვლოდ დაქირავებულებში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოიაზრებს. მისი ციტატის ნაწილი „ჩვენ არ ვიბრძვით აქ რაღაცა 100 და 150 ლარისთვის. ჩვენ აქ ვიბრძვით უფრო მეტისთვის“,  სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მსგავსი გავრცელება მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს სეხნიაშვილ „მეტისთვის ბრძოლაში“ მეტ თანხას გულისხმობდა, მაშინ, როდესაც ის სინამდვილეში, იდეისთვის ბრძოლაზე საუბრობდა.

Все посты

Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
Манипуляция: Зеленский выступил перед народом Украины на фоне американского флага
янв 09, 2025
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
Атака пранкеров — информационная операция, проведенная Россией в Грузии
май 20, 2025
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
Дезинформация: Американская телеведушая смеется при виде украинского военного кладбища
дек 16, 2024
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
авг 07, 2025
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
Дезинформация: Алжирка Имане Халиф — трансгендер и участвует в женской категории в Олимпийских играх в Париже
сен 09, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.