Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

май 22, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Политика

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გვერდი „თბილისი ოცდაოთხი“ ავრცელებს ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს. ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: „მე არასდროს ვყოფილვარ მაგ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ამას თქვენთვის ვაკეთებ. არ ვაკეთებ. არასდროს არ მითქვამს ეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას. ყოველთვის ჩემი ამოსავალი იყო, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის“. ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ წყდება და შემდგომ მოჰყვება ნაწყვეტი ფილმიდან „თეთრი ბაირაღები“, რომელშიც პერსონაჟი თანამოსაუბრეს მიმართავს: „მე ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ როდის გასკდებოდი ეგ არ ვიცოდი.“

ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძის კომენტარის მოცემულ მონაკვეთში გაწყვეტა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობაში არის არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, არამედ - პირადი გამორჩენისთვის. ამ შთაბეჭდილებას ფილმიდან ვიდეოში ჩამონტაჟებული მონაკვეთი კიდევ უფრო აძლიერებს.

სინამდვილეში, ვიდეოს სრულ ვერსიაში ზურაბ ჯაფარიძის ფრაზას სხვა კონტექსტი აქვს. პოლიტიკოსის ეს ვიდეო არის ნაწყვეტი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, რომელიც ეთერში 8 მაისს გავიდა. პოლიტიკოსის სრული კომენტარი ასეთია[22:00]: „ამას რომ ვიძახი, მეუბნებიან, რომ გვამადლიო შენო. რამდენჯერმე ავხსენი და კიდე ერთხელ მინდა ავხსნა. მე ვერავის ვერაფერს ვერ დავამადლი. ვერ დავამადლი იმ მარტივი გაგების გამო, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ მაგ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდა, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენთვის ვაკეთებ, თქვენთვის ვაკეთებ. არ ვაკეთებ. არასოდეს არ მითქვამს ეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას. ყოველთვის ჩემი ამოსავალი იყო, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის. მე მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. არსად არ მიცდია ცხოვრება. აქ ვაპირებ ბოლომდე ცხოვრებას. არსად არ მიცხოვრია. შანსები მქონდა, არც სასწავლებლად წავსულვარ, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა - არაფერი არ გამიკეთებია. სამუშაოდაც [შემეძლო]. ახლაც რომ დავკრა ფეხი, რავიცი, ნებისმიერ ქვეყანაში წავალ, ჩამიბარებენ უპრობლემოდ და პრობლემა არ მექნება, ვიცხოვრებ ჩვეულებრივად, მაგრამ შანსი არაა. მე ვერ ვცხოვრობ. თბილისიდან ვერ გავდივარ. ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრება თბილისის გარდა მქონდა რუსთავში, შვიდი თვე, ისიც იძულებით. არ მიცხოვრია არსად. ჩემთვის ვაკეთებ და ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. მეორე რაც არ მინდა, არ მინდა, რომ ჩემი შვილები წავიდნენ. მინდა, რომ ჩემი შვილების ცხოვრებას სანამ მე ვცხოვრობ, ვუყურო. ვერავის ვერაფერს ვერ დავამადლი. როგორ უნდა დავამადლო უცნობ ადამიანებს?! რატო უნდა მინდოდეს უცხო ადამიანისთვის რამის გაკეთება?! ჩემთვის მინდა. მე რომ ესეთი ადამიანი ვარ, ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომ მე რადგან მინდა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის კარგი ქვეყანა, თქვენც იცხოვრებთ კარგ ქვეყანაში. მათ შორის ჩემი შვილებისთვის მინდა, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ.“

ინტერვიუდან მოცემული მონაკვეთის სრულად მოსმენა ცხადს ხდის, რომ პოლიტიკოსი საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ის ამ საზოგადოებრივ სიკეთეს თავის პირად სიკეთედ აღიქვამს. მისი კომენტარის იმგვარად მოჭრა, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია, სრულად უცვლის კონტექსტს განცხადების შინაარსს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.


Все посты

Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
Что нам известно о фотографии, на которой якобы молодых британцев учат молиться аллаху
дек 25, 2025
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
В соцсетях распространяется фейковая цитата Зеленского
дек 18, 2024
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
Дезинформация: Встреча Трампа и Путина на Аляске была предсказана в сериале о Симпсонах
авг 14, 2025
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
Неверно, что Украина занимает третье место в Европе по продажам Bentley
май 04, 2026
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
В социальных сетях распространяется ложная цитата Илона Маска
янв 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.