Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

მაისს 22, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გვერდი „თბილისი ოცდაოთხი“ ავრცელებს ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს. ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: „მე არასდროს ვყოფილვარ მაგ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ამას თქვენთვის ვაკეთებ. არ ვაკეთებ. არასდროს არ მითქვამს ეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას. ყოველთვის ჩემი ამოსავალი იყო, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის“. ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ წყდება და შემდგომ მოჰყვება ნაწყვეტი ფილმიდან „თეთრი ბაირაღები“, რომელშიც პერსონაჟი თანამოსაუბრეს მიმართავს: „მე ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ როდის გასკდებოდი ეგ არ ვიცოდი.“ (არქივი)

ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძის კომენტარის მოცემულ მონაკვეთში გაწყვეტა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს პოლიტიკოსი აღიარებს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობაში არის არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, არამედ - პირადი გამორჩენისთვის. ამ შთაბეჭდილებას ფილმიდან ვიდეოში ჩამონტაჟებული მონაკვეთი კიდევ უფრო აძლიერებს.

სინამდვილეში, ვიდეოს სრულ ვერსიაში ზურაბ ჯაფარიძის ფრაზას სხვა კონტექსტი აქვს. პოლიტიკოსის ეს ვიდეო არის ნაწყვეტი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, რომელიც ეთერში 8 მაისს გავიდა. პოლიტიკოსის სრული კომენტარი ასეთია[22:00]: „ამას რომ ვიძახი, მეუბნებიან, რომ გვამადლიო შენო. რამდენჯერმე ავხსენი და კიდე ერთხელ მინდა ავხსნა. მე ვერავის ვერაფერს ვერ დავამადლი. ვერ დავამადლი იმ მარტივი გაგების გამო, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ მაგ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეუბნებოდა, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენთვის ვაკეთებ, თქვენთვის ვაკეთებ. არ ვაკეთებ. არასოდეს არ მითქვამს ეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას. ყოველთვის ჩემი ამოსავალი იყო, რომ ამას ვაკეთებ ჩემთვის. მე მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. არსად არ მიცდია ცხოვრება. აქ ვაპირებ ბოლომდე ცხოვრებას. არსად არ მიცხოვრია. შანსები მქონდა, არც სასწავლებლად წავსულვარ, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა - არაფერი არ გამიკეთებია. სამუშაოდაც [შემეძლო]. ახლაც რომ დავკრა ფეხი, რავიცი, ნებისმიერ ქვეყანაში წავალ, ჩამიბარებენ უპრობლემოდ და პრობლემა არ მექნება, ვიცხოვრებ ჩვეულებრივად, მაგრამ შანსი არაა. მე ვერ ვცხოვრობ. თბილისიდან ვერ გავდივარ. ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრება თბილისის გარდა მქონდა რუსთავში, შვიდი თვე, ისიც იძულებით. არ მიცხოვრია არსად. ჩემთვის ვაკეთებ და ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. მეორე რაც არ მინდა, არ მინდა, რომ ჩემი შვილები წავიდნენ. მინდა, რომ ჩემი შვილების ცხოვრებას სანამ მე ვცხოვრობ, ვუყურო. ვერავის ვერაფერს ვერ დავამადლი. როგორ უნდა დავამადლო უცნობ ადამიანებს?! რატო უნდა მინდოდეს უცხო ადამიანისთვის რამის გაკეთება?! ჩემთვის მინდა. მე რომ ესეთი ადამიანი ვარ, ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომ მე რადგან მინდა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის კარგი ქვეყანა, თქვენც იცხოვრებთ კარგ ქვეყანაში. მათ შორის ჩემი შვილებისთვის მინდა, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ.“

ინტერვიუდან მოცემული მონაკვეთის სრულად მოსმენა ცხადს ხდის, რომ პოლიტიკოსი საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ის ამ საზოგადოებრივ სიკეთეს თავის პირად სიკეთედ აღიქვამს. მისი კომენტარის იმგვარად მოჭრა, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია, სრულად უცვლის კონტექსტს განცხადების შინაარსს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.


See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.